Google Earth - პროგრამა საშუალებას გაძლევთ თანამგზავრიდან გადაღებული მონაცემების საშუალებით მსოფლიოს ნებისმერი კუთხე დაათვალიეროთ. მოკლედ ყველაფერს ნახავთ ამ პროგრამით, დასახლებებს, გზებს, ზღვებს, სახლებს შენობებს. იმ შენობასაც ნახავთ სადაც ახლა თქვენ იმყოფებით.
ოკეანე
2009 წლის 15 თებერვალს უკვე შესაძლებელი გახდა წყალქვეშა სამყაროსა და მისი ბინადრების დათვალიერება (გარკვეულ ადგილებში), რომელიც ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს,
დრო
ბოლო განახლების დროს დაამატეს ფუნქცია, რომელიც მთავარ უნიკალურ ფუნქციად შეიძლება ჩაითვალოს, კერძოდ, საშუალება გეძლევათ ნახოთ თქვენს მიერ არჩეული ადგილის ძველი კოსმოსური გამოსახულება. ( ჯერჯერობით 1991 წლიდან დღემდე)
ფრენის სიმულატორი
მულტინფუნქციურ პროგრამაში.ბოლო (ამჯამად) ვერსიაში კიდევ უფრო დაიხვეწა საფრენი სიმულატორის გამოყენება. კომბინაციით Control+Alt+A, გამოიტანთ "ფანჯარას" სადაც უნდა აირჩიოთ ორი დან ერთ-ერთი თვითმფრინავი (F-16 და SR-22) ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად ჩაგერთვებათ სიმულატორი და გეძლევათ შანსი იმოგზაურებთ მსოფლიოს გარშემო, რეალურ დროში.
კოსმოსი
ეს არის პროგრამის ის ერთადერთი ფუნქცია რომელსაც ქმნის სულ სხვა ჯგუფი ამ კომპანიის თანამშრომლებისა, რომელის ყველაზე რთულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს სხვა დანარჩენისგან განსხვავებით. თქვენს ხელშია ვირტუალური ტელესკოპი რომლითაც დაათვალიერებთ მთელ კოსმოსს, და ყველა პლანეტას. შეიძლება გამოვყოთ პლანეტა მარსი რომელიც სულ მალე შეიძლება გაუტანაბრდეს დედამიწას რუკის გაფართოებით.
Google Earth 5.0 –ის გამოსვლის შემდეგ ცოტა დრო გავიდა და მისმა შემქმნელებმა ეს პოპულარული პროექტი უკვე განაახლეს. ცვლილებები შეეხო მარსს. ახლა შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია შევისწავლოთ წითელი პლანეტის როგორც ასწლოვანი რუკები, ასევე უახლესი კოსმოსური ტექნიკის მიერ მიღებული სურათები.
სიახლის საშუალებით შესაძლებელია, თვალი ვადევნოთ მარშრუტებსა და გავეცნოთ სხვადასხვა კოსმოსური აპარატების ფრენებს, რომლები მიემართებიან მარსზე. აგრეთვე არსებობს შესაძლებლობა პლანეტის ზედაპირის დათვალიერებისას სასურველი ადგილის გადიდების. მაგალითად, გახმაურებული გიგანტური სახის გამოსახულების. გაჩნდა აგრეთვე აუდიოტურები, რომლებიც თან ახლავს ვირტუალურ ტურისტებს მარსის გარშემო მოგზაურობისას. შესაძლებლობების დემონსტრაციისათვის შექმნილია ვიდეოინსტრუქცია. ამგვარად, ავტორები ძალიან აქტიურად მუშაობენ Google Earth–ის მარსიანული ნაწილის შესახებ ინფორმაციის შევსებაზე.
სამ-განზომილებიანი შენობა-ნაგებულებები.
აჩვენებს მხოლოდ დიდი ქალაქების შენობების 3D გამოსახულებას, ეს ის კატეგორიაა რომლის აგებაც ევალება Google earth-ის ჯგუფს. ხოლო თუ გვსურს გავაკეთოთ და ავაგოთ ჩვენთვის სასურველი შენობა, ამისათვის დაგჭირდებათ პროგრამა Google Sketchup-ი (Google SketchUp - პროგრამა რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ბინის სამგანზომილებიანი პროექტი, ინტერნეტ დიზაინი, არქიტექტურული ობიექტები და სხვა. Google SketchUp-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ დაამატოთ ახალი დეტალები, ტექსტურები და ნებისმიერი რამ თქვენს მოდელს.)
Goolge earth-ის მე-5 ვერსიაში , პროგრამას აქვს 38 ენის მხარდაჭერა.
Arabic Bulgaian Catalan Chinese (Traditional) Chinese (Simplified) Croatian Czech Danish Dutch English (American) English (Britain) Filipino Finnish French German Greek Hebrew Hindi Hungarian Indonesian Italian Japanese Korean Latvian Lithuanian Norwegian Polish Portuguese (Portugal) Portuguese (Brazil) Romanian Russian Serbian Slovak Slovenian Spanish (Spain) Spanish (Latin America) Swedish Thai Turkish Ukranian Vietnamese
გადმოწერა