:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი

პირველი პაემანი ყოველთვის უნდა იყოს სასიამოვნო. იმის მაგივრად, რომ იფიქროთ გამოიყურებით თუ არა კარგად, ან რა შთაბეჭდილება დატოვბეთ თქვენი მეორე ნახევრის თვალში, ნამდვილად ჯობია იფიქროთ იმაზე თუ სად წაიყვანოთ მანდილოსანი, რომ მაქსიმალურად გაერთოთ და უკეთ გაიცნოთ ერთმანეთი. განაგრძეთ კითხვა

სად და როგორ გავატაროთ უკეთესი პაემანი.

კაფე. ეს უთუოდ კარგი აზრია, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მეორე ნახევარს მოსწონს ამგვარი ადგილები. კაფეს აქვს ერთი უმთავრესი პლიუსი. კერძოთ, ის, რომ კაფეში საუზმობა დიდხანს არ გრძელდება. ანუ თუ რაიმე ცუდად მიდის, ეს ყველაფერი დიხანს არ გაიწელება. ასევე მეორე პლიუსი ის არის, რომ იაფად გამოხვალთ და არ მოგიწევთ საფულის დაცარიელება. ხოლო ყველაფერი თუ კარგად დამთავრდა, მაშინ კარგი განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

ბოულინგი. ეს კარგი ადგილია გასართობად და დასასვენებლად. მეორეს მხრივ კარგია იმით, რომ გაიგებთ თქვენი მეორე ნახევარი არის თუ არა აზარტული, უყვარს თუ არა პირველობა. რამდენად არის ფიზიკურად მომზადებული და ასე შემდეგ.

გასეირნება ველოსიპედით. ორიგინალური გადაწყვეტილებაა, რადგან თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ჩაყლაპავთ სუფთა ჰაერს. ფიზიკურადაც მოძლიერდებით და რაც მთავარია იმაზე არ გექნებათ საფიქრი რის მერე რა თქვათ. არ დაგავიწყდეთ ბუტერბროდების წაღება, რადგან მოგიწევთ პატარა პიკნიკის მოწყობა.

კინოთეატრი. ლეგენდარული ადგილი პირველი პაემანისათვის. რაც მთავარია ისვენებთ და ბოლოს სასაუბრო თემა გაქვთ. არ დაგავიწყდეთ ისეთი ფილმის შერჩევა რომელიც ორივეს მოგეწონებათ. ყველაზე კარგი ისაა, რომ დიდი თანხის დახარჯვა არ მოგიწევთ.

ზოოპარკი. იშვიათია მანდილოსანი, რომელსაც არ მოსწონს ცხოველები და მათი ყურება. ზოოპარკში წასვლა და დღის იქ გატარება კარგი გადაწყვეტილებაა. ასევე კარგია იმით,რომ ემოციური განწყობა აგიმაღლდებათ. ეს არის ადგილი სადაც შეგიძლიათ უნდა წახვიდეთ პირველ პაემანზე.

ატრაქციონების პარკი. კარგი ადგილია გასართობად და ადრენალინის გამოსაყოფად. ასევე კარგია იმით, რომ ნახავთ თქვენი მეორე ნახევარი რამდენად მშიშარაა და რამდენად გამბედავია. ასევე შეიძლება ერთგვარი ”პლიუსების” დაწერა თუ თქვენი მეორე ნახევრისათვის მოიგებთ რაიმე ფუმფულა სათამაშოს, მაგალითად ტირში.

თეატრი. შესანიშნავი ადგილია თუ გსურთ თქვენი სასურველი მამაკაცის ხელში ჩაგდება. თქვენ მხოლოდ ლამაზი კაბა კარგი ვარცხნილობა და მანერები გჭირდებათ. მთავარია არ გადააჭარბოთ ეს ყველაფერი. თქვენ ხომ მოწონება გსურთ და არა შეშინება. ასევე ადგილი კარგია იმით, რომ გაიგებთ თქვენი მეორე ნახევარი რამდენად განათლებულია და როგორი ინტელექტის დონე გააჩნია.

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 1
0  
1 noodo   (2010-01-16 1:55 AM) [Entry]
momwons sheni siteee gio

1