:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ძიება
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი
ლევან ანჯაფარიძის მხატვრული ფილმი „ორმაგი სახე“ 
სცენარის ავტორები: ლევან ანჯაფარიძე, გიორგი კაჭარავა 
დამდგმელი რეჟისორი: ლევან ანჯაფარიძე 
დამდგმელი ოპერეტორები: იგორ ამასიისკი, გია ჯაგარბეგოვი 
დამდგმელი მხატვარი: დათო აფციაური 
მთავერ როლებში: გიორგი გურგულია, გიორგი ანჯაფარიძე 
კომპოზიტორი: კაკო ვაშალომიძე 
როლებში: ლიკა ქობულაძე, თემო გვალია, ამირან შარმანაშვილი, ზურა ბეგალიშვილი, თემო კალანდაძე, გიორგი პიპინაშვილი

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 592 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: 13 ცამეტი 
გამოშვების წელი: 2005 
ქვეყანა: საფრანგეთი/საქართველო 
ჟანრი: თრილერი 
რეჟისორი: გელა ბაბლუანი 
როლებში: გიორგი ბაბლუანი, პასკალ ბონგარი, ორლენ რეკონი, ფრედ ულისი, ჟო პრესტია , ჟაკ გალო ... 

 
ოცი წლის სებასტიანი, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს. დანიშნულების ადგილას მისულ სებასტიანს მძღოლი ხვდება და მიჰყავს დავალების ადგილას, სადაც ის სწრაფად ხვდება ამ დავალების შინაარსს თუმცა უკან დახევის შანსი უკვე აღარ აქვს.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 755 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(2) |
დასახელება: იმერული ესკიზები 
ჟანრი: კომედია 
წელი: 1979 
რეჟისორი: ნანა მჭედლიძე 
როლებში: ნანა ქვათალაძე, მაგდანა მჭედლიძე, სოსო ჭეიშვილი, მარინე გიორგაძე, გრიგოლ წიტაიშვილი, რიმა ჭუმბურიძე, ჯუმბერ ძიძავა და სხვ ... 
ქვეყანა: საქართველო 

 
მრავალსახოვანი ჩანახატების, ესკიზების, ნოველებისა და მინიატურებისაგან შემდგარი ფილმის ერთი ცენტრალური გმირი ქალი აერთიანებს და ომის წინა და შემდგომი ქართული სოფლის ყოფას ასახავს. ფილმში უხვადაა ადამიანური სიკეთის, კომუნიკაბელობის გამოვლინებანი, რომლებიც ასე აკლია თანამედროვე ადამიანს ...

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 463 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება : ხარება და გოგია 
გამოშვების წელი: 1987წ. 
ქვეყანა: საქართველო, თბილისი, კ/ს "ქართული ფილმი" 
ჟანრი: მხატვრული ფილმი, სათავგადასავლო 
რეჟისორი: გიორგი შენგელაია 
როლებში: ომარ ფხაკაძე (ხარება ჯიბუტი), ლევან თედიაშვილი (გოგია კენკიშვილი), მიხეილ სალაძე, ავთანდილ მაისურაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ალექსანდრე კაიდანოვსკი (ვოლხოვსკი), თენგიზ ბერიძე, გურამ ლორთქიფანიძე (ფოტოგრაფი) 

 
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შემორჩა რამოდენიმე სახალხო რაზმი, რომელიც აგრძელებდა ბრძოლას. ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში ახლაც შემორჩენილია მებრძოლთა სახელები და საქმიანობა. ხალხს ახსოვს ხარება ჯიბუტი და მისი მეგობარი გოგია კენკიაშვილი. სწორედ მათ ბრძოლასა და საქმიანობას ეხება ეს ისტორიულ-სათავგადასავლო

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 648 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(3) |
სახელი: როგორ დაეცა სოხუმი 
ჟანრი: დოკუმენტური ტრილოგია 
გამოშვების წელი: 2006 
მწარმოებელი: საზოგადოებრივი მაუწყებელი 
ხანგრძლივობა: 01.45.00 
რეჟისორი: ლ.ახობაძე 
გრაფიკა: გ.ახობაძე, ს.ჯავახიშვილი 
რედაქტორი: ა.თარხნიშვილი 
ხმის რეჟისორი: ა.წულუკიძე 
გახმოვანება: მ.ჭიქაშვილი 
საარქივო მასალა: მ.რამიშვილი 
აღმასრულებელი პროდუსერი: თ.ბოლქვაძე 

 
ფილმში ასახულია 1993.წ-ის აფხაზეთის ომი. აქ კარგად არის ნაჩვენები თუ როგორ 
დავკარგეთ სოხუმი. ფილმში გამოყენებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის 
საარქივო მასალა

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 570 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: ნატვრის ხე. 
გამოსვლის წელი: 1976 
ჟანრი: დრამა 
ენა:ქართული 
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. 
როლებში:ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), სოსო ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეთე), კოტე დაუშვილი (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), გივი ბერიკაშვილი (პადღულა), ჯემალ ღაღანიძე (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბერბუთაშვილი (შეთეს დედა). 

 
ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 468 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
ქართული ფილმი : ლონდრე 
რეჟისორი: თამაზ მელიავა 
როლებში: გივი ბერიკაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ლია გუდაძე. 
სცენარისტი: 
კომპოზიტორი: 
თარიღი:1966 
ენა: ქართული 
დრო: 90წუთი 

 
არავინ უწყის, საიდან მოვიდა შიშველ-ტიტველი ლონდრე, რომელიც სოფლად უსამართლობისა და ბოროტებისაგან დაჩაგრულ ადამიანებს მხსნელად და ქომაგად მოევლინა. თავისი მხიარული ოინებით მან არაერთი კეთილი საქმე მოაგვარა და ასევე შიშველ-ტიტველი გაუყვა არავინ იცის საით მიმავალ ფართო, მტვრიან შარაგზას.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 569 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(1) |
დასახელება: ბაში-აჩუკი 
ჟანრი: ქართული ფილმები 
რეჟისორი: ლეო ესაკია 
როლებში: ოთარ კობერიძე (ბაში-აჩუკი), დოდო აბაშიძე (აბდუშაჰილი), ლია ელიავა (მზისა და მთვარისა), მედეა ჩახავა (მელანო) 

 
ფილმი აკაკი წერეთლის მოთხრობის ბაში-აჩუკის მიხედვით.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 508 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
სახელი : გასეირნება ყარაბაღში 
ჟანრი : დრამა 
წელი : 2005 
ხარისხი : DVD 
რეჟისორი : ლევან თუთბერიძე 
სცენარისტი : აკა მორჩილაძე , ირაკლი სოლომონაშვილი 
ოპერატორი : ორან პავიჩევიჩი 
დამდგმელი მხატვარი : კოტე ჯაფარიძე , გოგი ტატიშვილი 
კომპოზიტორი : ნუკრი აბაშიძე 
როლები : მიხეილ მესხი (გოგლიკო), დათო იაშვილი , ნუცა კუხიანიძე (იანა) , გიორგი გაჩეჩილაძე , გოგი ხარაბაძე (თენგიზი) , ნინო კასრაძე (ნანა) , რობერტ სტურუა , დაშა დროზდოვსკაია (ჟურნალისტი) , გიორგი გურგულია , სანდრო კაკულია 

 
90-იანი წლების დასაწყისის თბილისი . სამოქალაქო ომი , პიკეტები ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში . გმირებიც გარემოს მსგავსად ქაოტურები , დროსა და სივრცეში დაკარგულები არიან . გიო , გოგლიკო , სანდრო და დუდა მეგობრები არიან . ცხოვრობენ 20 წლის ბიჭებისათვის შესაფერისი ინტერესებით - გოგონები , კარტები და კიდევ ერთი ცუდი გატაცება- ნარკოტიკები . ნარკოტიკების ძებნაში გიო და გოგლიკო ყარაბაღში , სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 498 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: ქაღალდის ნავი 
ორიგინალური დასახელება: ქაღალდის ნავი 
გამოშვების წელი: 2000/2002 
ჟანრი: დრამა 
სცენარის ავტორი და რეჟისორი : გიორგი გერსამია 
პროდიუსერი: ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, გიორგი გერსამია 
როლებში: ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, გიორგი გერსამია, გიორგი ხორგუაშვილი, ვახტანგ მიქაბერიძე, ზურაბ ქათამაძე, კახა აბუაშვილი (კაბუ), ოთარ მიქელაძე, მაიკო ღვინიაშვილი, ნინო პაპუაშვილი, ნათია ცხადაია, ზაზა ასანიშვილი, პაატა მხეიძე, მამუკა გურჩიანი, მიხეილ დეკანოიძე, 

 
დიდიხნის დავიწყებული მეგობარი რომელიც გამოდის ციხიდან თავის მეგობრებთან ერთად ბედნერია, მაგრამ ძალიან მოკლე დროში ისინი დიდი ვალებში ”გადავარდებიან”, საქმის გასაკეთებლად ძამაკაცები მოსაპარად წავლენ და შემთხვევით ე.წ ”ავტორიტეტს” მოპარავენ დიდი ფულს და წამალს. აქედან გამომდინარე დაზარალებული ითხოვს თავის დანაკლისს, სწორდე ამ დროიდან იწყება მათ შორის დიდი ომი... ფილმი ეძღვნება საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას, რომლებმაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ვერ შეძლო საკუთარი თავის რეალიზაცია და იქნა დეგრადირებული, ასევე მათ მშობლებს რომლებმაც სწორედ ამ პირობების გამო ვერ შეძლეს მათი გადარჩენა

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 647 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(1) |
დასახელება : თბილისი-თბილისი
გამოშვების წელი: 2005
ჟანრი: მხატვრული ფილმი
რეჟისორი: ლევან ზაქარეიშვილი
როლებში: გიორგი მასხარაშვილი, ბერტა ხაფავა, ეკა ნიჟარაძე, რუსიკო კობიაშვილი, შოთა ქრისტესაშვილი, დათო ხურცილავა, ბაადურ წულაძე


ფილმი ოთხი ნოველისგან შედგება, სადაც თბილისის რეალური ყოფაა ასახული. გაჭირვების გამო ადამიანები კარგავენ მთავარს - სულიერ ფასეულობებს. მათი მთავარი საზრუნავი ფულის შოვნაა, რასაც სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები განსხვავებული ხერხით ცდილობენ. რეჟისორი საკუთარ სახლს აფხაზეთიდან დევნილებზე აქირავებს, პროფესორი ჯიხურში ვაჭრობს, ვაჭარი პარლამეტში ზის, სხვები კი გაჭირვებული ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ. ახალგაზრდა რეჟისორი წერს სცენარს, რომელსაც ვერასოდეს გადაიღებს.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 552 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: უძინართა მზე
ორიგინალური დასახელება: უძინართა მზე
გამოშვების წელი: 1992
ჟანრი: დრამა, კრიმინალი
რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი: თემურ ბაბლუანი
როლებში: დავით კაზიშვილი (დათო) , ელგუჯა ბურდული (გელა) , ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), ლეო (ლევან) ფილფანი


ექიმი მთელი ცხოვრების მანძილზე მარტოდმარტო ატარებს ცდებს ვირთხებზე, რათა მიიღოს ადამიანებისათვის მეტად საჭირო ვაქცინა. თუმცა მის ამ ჩანაფიქრს უმრავლესობა არ იზიარებს, ამას ემატება გართულებული ცხოვრებისეული ურთიერთობებიც. ფილმი, ტრაგიკული დასასრულის მიუხედავად, არ აღძრავს უიმედობას

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 575 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(1) |
დასახელება: ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
ორიგინალური დასახელება: ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი
წელი:1983
დამდგმელი რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი: რეზო ჭეიშვილი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი, ვასილ კახნიაშვილი, თეიმურაზ ჩირგაძე, ივანე საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, გრიგოლ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ მეზვრიშვილი, ოთარ გუნცაძე, დარეჯან სუმბათაშვილი, ზეინაბ ბოცვაძე, ნინო თუთბერიძე, მიხეილ ქიქოძე, გ. ჩხაიძე, გურამ ლორთქიფანიძე, გურამ პეტრიაშვილი, მედეა ჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ლია ელიავა, ლიკა ქავჟარაძე, ოთარ კობერიძე, ვასილ ჩხაიძე, შოთა ქოჩორაძე, ეკა ქუთათელაძე, გია ლაზიშვილი, ანზორ ღვინერია, ვაჟა ნოდია, დავით ხინთიბიძე, ოლღა თაბუკაშვილი, თეა გაბუნია, მაია ლოლაძე, ომარ შოთაშვილი, ო. მელაძე, ვ. მელიქიშვილი 


ფილმი კომედიური ხასიათისაა. იგი ნიღაბს ხდის საზოგადოებისათვის მიუღებელ ფორმალიზმს და ბიუროკრატიზმს. მოქმედება ვითარდება ერთ-ერთ შემოქმედებით ორგანიზაციაში, სადაც მუშაობენ თავიანთი ვიწრო, ობივატელური ინტერესების ჩარჩოში მომწყვდეული ადამიანები. ფილმი მიზნად ისახავს გაახსენოს ადამიანებს, რომ შეუძლებელია ცხოვრება ამაღლებული, წმინდა გრძნობების გარეშე, რომ ყოველ ადამიანს უნდა სწამდეს, იღწვოდეს, ქმნიდეს.

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 475 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: ნიძლავი
ორიგინალური დასახელება: ნიძლავი
წელი: 1974
დამდგმელი რეჟისორი: რამაზ შარაბიძე
სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე
სტუდია: "საქართველო"
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
მონაწილეობენ: კახი კავსაძე, ბაადურ წულაძე, გივი ბერიკაშვილი, ვ. ჯავახიშვილი, ზ. ლაპერაძე, ნ. ერისთავი, ა. კუპრაშვილი, დ. ქუთათელაძე, ა. ჩავლარდიშვილი, ნ სოხაძე, ნ. ხოხლოვა


ფილმი სამ მუშაზე, რომლებიც გზაზე თეთრი ზოლების დასახაზად არიან დაქირავებული. მათგან ორი მუდამ ერთმანეთს ენიძლავება ყველა წვრილმანზეც კი. გზაში მათ გაუთავდებათ საღებავი, მათი ჯგუფის მესამე წევრი წამოწოლილია და ისვნებს, ამ დროს ეს ორნი შეამჩნევენ მიგდებულ მატარებლის რელსის ნაწილს, და დანიძლავდებიან, რომ მესამე შეძლებს ამ რელსის არა მხოლოდ აწევას, არამედ ქალაქამდე, რესტორან "ნიავი"–მდეც კი ჩაიტანს. ისინი დაარწმუნებენ მას რომ წაიღოს რელსი ქალაქამდე. გზაში უამრავი ისტორია გადახდებათ, რომელთაც ფილმში ნახავთ

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 483 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
დასახელება: შერეკილები
ორიგინალური დასახელება: შერეკილები
რეჟისორი: ელდარ შენგელაია
წელი: 1973
როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი), არკადი ბაქრაძე (მიზანა)


ფილმი ახალგაზრდა ერთაოზისა და ტუსაღი ქრისტეფორეს შესახებ. ერთაოზი აღმოჩნდება დამწყვდეული იმავე მიწისქვეშა საპრყრობილეში, სადაც ქრისტეფორე. ისინი გაიქცევიან და დააპირებენ საფრენი აპარატის შექმნას, ამ პროცესში მათ უამრავი სასაცილო ისტორია გადახდებათ. (ძალიან სასაცილო ქართული კომედია)

Attachments:
კატეგორია: ქართული ფილმები ონლაინში | ნანახია: 472 | დაიდო: 2009-07-26 | კომენტარები(0) |
« 1 2 3 4 »
1