:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი
ახალი წლის ღამეა, ქუჩაში თოვლის პაპა მიდის. წინ მეძავი შემოხვდება. 
– გამარჯობა, პაპა, – ეუბნება მეძავი თოვლის პაპას. 

– გამარჯობა, გოგონი, გილოცავ ახალ წელს, ოღონდ მთელი საჩუქრები დავარიგე და შენთვის აღარ დამრჩა, – ეუბნება თოვლის პაპა. 

– არა უშავს, არც ფულზე გეტყვი უარს! 

*** 

ახალგაზრდა ამერიკელს ხანშიშესული ქალი მოჰყავს ცოლად. მას ეკითხებიან: 

– რატომ? 

– ის მდიდარია, მოკვდება და ფული მე დამრჩება... – პასუხობს ამერიკელი. 

ახალგაზრდა ინგლისელი ხნიერ ქალბატონზე იწერს ჯვარს. მას ეკითხებიან: 

– რატომ? 

– მოკვდება და ტიტული დამრჩება... – პასუხობს ინგლისელი. 

რუს ახალგაზრდას ბებერი ქალი მოჰყავს ცოლად. მას ეკითხებიან: 

– რატომ? 

– მან ლენინი ნახა... – პასუხობს რუსი. 

*** 

სომხეთის რადიოს ეკითხებიან: 

– რას ეძახიან მამაკაცს, რომელსაც ქალთან სექსი პრეზერვატივის გარეშე აქვს? 

– მამას!!! – პასუხობს სომხეთის რადიო. 

*** 

რუსეთში ლენინის იუბილესთან დაკავშირებით ახალი პარფიუმერული საქონელი გამოუშვეს: ოდეკოლონი "ლენინის სუნი", ფერ–უმარილი "ილიჩის ფერფლი" და საპონი "ლენინის ადგილებში". 

*** 

– რითი განსხვავდება რუსეთში ქორწილი ქელეხისგან? 

– ერთი მთვრალით ნაკლებია! 

*** 

სომხეთის რადიოს ეკითხებიან: 

– როდის დაიწყება საყოველთაო შიმშილობა დედამიწაზე? 

– როდესაც ჩინელები ჩანგლით ჭამას ისწავლიან! – პასუხობს სომხეთის რადიო. 

*** 

რუსს ეკითხებიან: 

– რა რაოდენობის ტრანსპორტია საჭირო, რომ მოსკოვიდან ყველა ქალიშვილი გავიყვანოთ? 

– მიეცით იმ სულელს ველოსიპედი და ჯანდაბამდე გზა ჰქონია! – პასუხობს რუსი. 

*** 

ცოლი ქმარს ეუბნება: 

– კარგ ამინდში ვერაფერს კლავ და ამ ჭექა–ქუხილში სანადიროდ რატომ მიდიხარ? 

– იქნებ გამიმართლოს და კურდღელს მეხი დაეცეს! – პასუხობს ქმარი. 

*** 

ოსი დილას მაგარ "პახმელიაზეა". ცოლი ეუბნება: 

– ვალოდ, გინდა გავიხადო? 

– ალა, ცივი პივა მინდა! 

*** 

ჭიჭიკია ექიმს ეკითხება: 

– რატომ მაქვს ასეთი ცუდი ანალიზი? 

– რამდენი გადაიხადე? – ეკითხება ექიმი. 

– 5 ლარი. 

– შენ რა, 5 ლარად გინდა გქონდეს კარგი ანალიზი, კარგი ანალიზი 25 ლარი ღირს! – პასუხობს ექიმი. 

*** 

ცნობილ კომპოზიტორს დამწყები ეკითხება: 

– ვისი ბიუსტი დავდგა ჩემს როიალზე, ბრამსის თუ ბეთხოვენის? 

– ბეთხოვენის დადგი, მაინც ყრუ იყო ის საცოდავი. 

*** 

მწვრთნელი საშობაო არდადეგებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელს საყვედურობს: 

– რა ამბავია, მთელი თხუთმეტი კილო გაქვს მომატებული წონაში. 

– რა ვიცი, ამ ხნის მანძილზე მარტო მეძინა და ვჭამდი, – პასუხობს გაკვირვებული ფეხბურთელი. 

*** 

სეროჟას ეკითხებიან: 

– რა განსხვავებაა სასიძოსა და სიძეს შორის? 

– სასიძო ოცნებებში ხდის მომავალ ცოლს, ხოლო სიძე აცმევს! 

*** 

სვანს ასამართლებენ. მოსამართლე ეკითხება: 

– რატომ მოკალით ექიმი? 

– არ დამიჯერა, ავად რომ ვიყავი და გახდა მომთხოვა! 

*** 

დილაადრიან ორღობეში მიმავალ ილარიონას აივანზე მდგარი მეზობელი გასძახებს: 

– სად მიხვალ, ილარიონა? 

– სად მივალ და ყანაში, – პასუხობს ილარიონა. 

– ასე ადრე? 

– რა, დაკეტილია, თუ... 

*** 

გაკვირვებული თათარი ამბობს: 

– ვა, რა "სტრანნი" ხალხია ეს სვანები, ფხიზლები ჩვენ გვცემენ, დათვრებიან და ერთმანეთს! 

*** 

ფეხბურთელი მეუღლის წინაშე იწონებს თავს: 

– დღეს ორი გოლი გავიტანე! 

– ყოჩაღ! – აქებს ცოლი, – თამაში რა ანგარიშით დასრულდა? 

– 1:1... 

*** 

ახალ რუსს ცოლი ეუბნება: 

– ისევ სკოლაში გვიბარებენ, ჩვენმა შვილმა ისევ ფანჯარა ჩაამტვრია ბურთით. 

– რა ამბავია, რამდენი ფანჯარა აქვს, ვეღარ გავიგე სკოლაა თუ სათბური. 

*** 

დათვი, კურდღელი, მგელი და მელია ბანქოს თამაშობენ. დათვი ამბობს: 

– გაფრთხილებთ, ვინც მოტყუებას შეეცდება წითურ სიფათში მოხვდება. 

*** 

ორი ქალაქელი ნარკომანი სოფლის ორღობეში მიდის. 

– ნახე, რა ლამაზი ცხენია! – ეუბნება ერთი მეორეს. 

– ეგ ცხენი კი არა ღორია! – პასუხობს მეორე. 

– მართლა? მაშინ რქები რატომ აქვს? 

*** 

პატარა მიხო მამას ეკითხება: 

– მამი, დედამიწა რატომ ბრუნავს? 

– შე შობელძაღლო, ისევ დამილიე მთელი ღვინო? 

*** 

გოგონა დედას ეკითხება: 

– დედა, რატომ აქვს თოვლის პაპას წითელი ცხვირი? 

– ცხვირი რა მოსატანია, შენ დანარჩენი რომ გენახა... 

*** 

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებიდან: 

– ქალბატონებო და ბატონებო! ახალი წელი თქვენი ბავშვებისთვის დაუვიწყარი გახადეთ, მიიწვიეთ სახლში თოვლის პაპა! 

ზყთყ ბატონებო, ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ, ნუ მოიკლებთ სიამოვნებას და ფიფქიაც მიიწვიეთ. 

*** 

თოვლის პაპა ფსიქიატრთან მივიდა და ეუბნება: 

– ექიმო, მიშველეთ! საკუთარი თავის აღარ მჯერა. 

*** 

– რა განსხვავებაა ინგლისურ და სიცილიურ სადაზღვევო კომპანიებს შორის? 

– ინგლისურში, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვიან, თუ დაახლოებით რამდენი ადამიანი დაიღუპება მომავალ წელს. სიცილიურში კი მათ სახელებს ჩამოგითვლიან.

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 1
0  
1 Ninacho   (2009-11-23 1:17 AM) [Entry]
:D :D :D :roll: :roll: :roll: :applause: :applause: :applause: :heart: :heart: [code]

1