:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი
ბაღში გოგო ბიჭს ეუბნება: 

– ვაიმე, გივიკო, ყელი მტკივა. 

ბიჭმა ყელში აკოცა: 

– გაგიარა? 

– კი. 

ცოტა ხანში: 

– მკერდიც მტკივა, – კვნესის გოგო. 

ბიჭმა მკერდზე აკოცა. 

– გაგიარა? 

– კი. 

გვერდით სკამზე ხანშიშესული კაცი ზის. 

– ბიჯოო! – გამოეხმაურა ბიჭს. 

– გისმენთ, ბიძია. 

– მომკლა ბუასილმა, მიშველე რამე, თუ კაცი ხარ! 

*** 

იმერელი აფრიკაში იყო ტურისტული საგზურით და იქ სექსის დიდი სკოლა გაიარა ზანგებთან. იმერეთში რომ დაბრუნდა, ჩაკეტა კარი, ებდღვნა ცოლს და ეუბნება: 

– ჩვეულებრივი სექსი აღარ მაკმაყოფილებს მე! გეიხადე და ასე დაწექი, ა, ცოტა მარჯვნივ... ოჰ, მასე კი არა, ქალო, ეს ფეხი ცოტა მოხარე... 

ცოლმა ვეღარ მოითმინა: 

– რა მოგდის, კაცო, შენ! რავა ზანგივით იქცევი იმერელი კაცი! 

*** 

– თქვენ დღეს უფრო კარგად აცემინებთ, – ეუბნება ექიმი პაციენტს. 

– აპა, რა იქნება, მთელი ღამე ვვარჯიშობდი. 

*** 

ოსი წყალს მიაქვს. კახელი ხიდის მოაჯირიდან გადაჰყურებს. ოსმა არ იკადრა, მიშველეთო და ყვირის: 

– მიწიიირს! მიწიიირს! 

კახელს გული აუჩუყდა: 

– რა დროს ხათრი და ტუალეტის ძებნაა შენს დღეში, მიდი, პირდაპირ წყალშივე გაუშვი, ჯო! 

*** 

ცხოვრებისეული ანეკდოტი. 

წრუწუნას კვალი აღმოვაჩინე სახლში. სასწრაფოდ შევიძინე ხაფანგი. შემწვარი ძეხვის ნაჭერი წამოვაგე სატყუარაზე და მომავლის იმედით დავიძინე. 

ვარ ასე, !–2 საათის ჩაძინებული და სიზმარში გამომეცხადა გვარიანად შეზარხოშებული, ღიპიანი თაგვი. ენის ბორძიკით მეუბნება: 

– ჩემი ძმა, ლოთიანად, მითხარი, სატყუარაზე რო კალბასი წამოაგე, ზეიკიძისაა თუ კიკაბიძის? მოწამვლა მინდა ახლა მეეე?! 

*** 

ცოლი: ძვირფასო, მართალია, რომ წერენ, კურდღელი ყველაზე დეგენერატი ცხოველიაო? 

ქმარი: მართალია, მართალი, ჩემო ბაჭიავ. 

*** 

– არ გრცხვენია, ქალო, ვიღაცა ცინგლიან ბიჭთან მიღალატე?! 

– ვინუჟდენი გამხადა. 

– რაფრა გაგხადა, ქალო, რაფრა გაგხადა?! 

– ფაცხაფუცხით... 

*** 

მერიაში შეწუხებული კაცი შევიდა: 

– ხომ აცხადებთ, სამუშაო ადგილებს შევქმნითო, ხო და მომაწყვეთ სამუშაოზე! 

– კი, ბატონო, დაწერეთ განცხადება, მერე წადით, იშოვეთ, მოდით და მაშინვე მოგაწყობთ. 

*** 

გურულმა კაკოიამ კურდღელი მოინადირა და ცოლს მიუტანა: 

– შეწვი ზეთში. 

– სადაა, კაკოია, ზეთი?! არაა. 

– მაშვინ კარაქში შეწვი, შე ქალო! 

– სადაა კარაქი, ორი თვეია, არ მინახია. 

– კაი, ისე შეწვი გაზზე. 

– სადაა გაზი? 

გაბრაზებულმა კაკოიამ კურდღელი ფანჯრიდან მოისროლა, მიფრინავს კურდღელი და ჩურჩულებს: "მიშა მაგარია, ტო!" 

*** 

მკერავი ბიზნესმენს ევაჭრება, დასახელებული თანხა გადაუხადოს მისი საყვარლისთვის შეკერილ კაბაში: 

– იცით, თქვენ რომ დაინახოთ, თქვენი საყვარელი როგორ წევს ამ კაბით, უყოყმანოდ გადაიხდით თანხას. 

– რატომ? მაგალითად, მე რომ დავინახო, როგორ წევს ჩემი საყვარელი კაბის გარეშე, მაგ თანხის ნახევარი დამიჯდება. 

*** 

– შენც მამაშენივით უქნარა და უმაქნისი ხარ! – უყვირის დედა შვილს. 

ანაზდად მეორე ოთახიდან მამა შემოდის: 

– მაშ, მე ვარ უქნარა და უმაქნისი? 

– შენ გაჩუმდი, – პასუხობს ცოლი, – ჩვენთვის ვლაპარაკობდით. 

*** 

– ექიმო, პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება გადავწყვიტე და თქვენგან დავიწყე... 

– ჯერ კოსმეტოლოგთან მისვლა ჯობდა, კანი რომ მოგიწესრიგოთ. 

– აუცილებლად მივალ. მერე? 

– მერე... დიეტოლოგს ეჩვენეთ, ჭარბი წონა გაქვთ. 

– მაგასაც ვიზამ. კიდევ? 

– კიდევ თვალის ექიმს გაესინჯეთ აუცილებლად. 

– მგონი, ეს ზედმეტია. მშვენივრად ვხედავ. 

– თუ ასეა, ჩემს კაბინეტს რომ "ვეტერინარი" აწერია, რატომ ვერ წაიკითხეთ? 

*** 

– სტივ, აღარ მოგბეზრდა ქალებში წანწალი? – უყვირის მამა მოზრდილ ვაჟიშვილს. 

– ჩემს ასაკში შენც ასე იქცეოდი ალბათ, – პასუხობს სტივი. 

– როგორ მიბედავ? ვინ არის აქ მამა, მე თუ შენ? 

– ორივე, მამი, ორივე, – პასუხობს შვილი. 

*** 

– თქვენი ეს ნატურმორტი რა ღირს? – ეკითხება კლიენტი მხატვარს. 

– სამი ათასი დოლარი, მადამ. 

– საოცარია, – თავს აქნევს კლიენტი, – ისეთ ფასს ასახელებთ, თითქოს ხუთასი წლის წინ გარდაიცვალეთ. 

*** 

– რა გატირებს? – ეკითხება დედა შვილს. 

– გეოგრაფიის მასწავლებელმა ცუდი ნიშანი დამიწერა. 

– ასეთი რა გკითხა? 

– ალასკა სად არისო. 

– მერე არ უნდა გახსოვდეს, სად რას დებ? – უწყრება დედა შვილს.

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 0
1