:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი


ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, 
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. 
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, 
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. 

მაგრამ განგებამ, ასე ინება 
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, 
უსიყვარულოდ და უიმედოდ, 
დავეხეტები ცალი მიწაზე. 

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, 
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. 
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ 
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე

-------------------------------------

ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!

-----------------------------

ოცნებად მექცა მე შენი ნახვა
ნატვრად კი მხოლოდ შენი ღიმილი
შენმა ლოდინმა ფიქრი მასწავლა
უშენობამ კი ჩუმი ტირილი. 

---------------------------------

შენი გული მხოლოდ ჩემია
ნახე??სიყვარული რა ძნელია?
ხელის შემშლელი ძალიან ბევრია
სიყვარული მანიც ჩვენია
.......
შეხედე ცას,ნამიანს
შეეხე ცისარტყელას,ლამაზს
დაუჩოქე სიყვარულს,დავიცყებ სინანულს
აფატიებ ყველაფრეს.მოეფერები სახეზე
ეამბორები ბაგეზე.
გული ნელა ძგერს 
მე ვიხსენებ შენ ღიმილს
და არ ვეშვები შენზე ფიქრს...
გარეთ ეხლა წვიმს
ქარი ნელა ქრის

---------------------------------------

ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო.
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს უცხო სრულიად,
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე დასასრულია.

------------------------

ხმელი ფოთოლივით მოფარფატე
ძალა გამოლეულ სულს,
შენთან შეხვედრები აცხოვრებს და 
შენგან განშორება სძულს.
როგორც უსაშველოდ მენატრები,
ისე უსაშველოდ წვიმს,
დღეს მე ვერაფერი გამახარებს,
დღეს მე ვერაფერი მწყინს

---------------------------------------

შეყვარებულ ქალს ყოველი წყენა მალე გაუვლის,თუმც აატირებს. 
ის გაპატიებს შეცდომას ყველას, შეურაცყოფას ვერ გაპატიებს. 
ქალს, თუ უყვარხარ სხვაზე არ გაგცვლის,მაგრამ თუ სადმე მის სულს ბღალავდი
თუნდ უარესი სხვა მამაკაცი ჩაქსაფრებია მისი ღალატი.
ქალის გაგება არ ძალუძს, ვისაც ძალუძს უნაზეს ფიქრთა შელახვა
ქალი გღალატობს? ეს იმას ნიშნავს რომ დამნაშავე თვითონ შენა ხარ.
მას, ვინც ჩენ თქმულზე ჩაიქირქირებს და ეჭვით უმზერს ადამიანებს,
ვეტყვი,ვგულისხმობ ჭეშმარიტ ქალებს და არა ვინმე თავქარიანებს 

-------- --------
გიყვარდეს სანამ შენც უყვარხარ ამ ქვეყნად ვინმეს,
სანამ მაისის ყვავილებით დღეა გამთბარი,
სანამ ჯერ კიდევ მოსვლის პირი არ უჩანთ ყინვებს
და სილამაზეს არ ეწვია შენსას ზამთარი.
გიყვარდეს, სანამ შეგიძლია კიდევ გაფურჩქვნა,
როგორც ნაზ ყვავილს, მზის ამოსვლა დღეს რომ აუწყო,
გიყვარდეს სანამ სილამაზე თვალს არ დაუჭკნა
და შუბს ნაოჭით გადახაზვა დრომ არ დაუწყო.
ხომ იცი აისს თან მოჰყვება მუდამ დაისი

-----------------------------------

წუთისოფელი რასაც მოგვცემდა,
ჩვენ გავიყოფდით თანაბრად მუდამ,
სიხარულს, ნაღველს, ლამაზ ოცნებას,
შვილის სიყვარულს და თოვლის გუნდას.

სადმე ჭალაში გაგონილ აუს,
მთვარეს, თხილის გულს, მოწამლულ ისრებს,
და როცა ჩემზე გეტყოდნენ აუგს,
მოიღერებდი ამაყად კისერს.

ახლა მასწავლე როგორ გავიყო,
შენი ტკივილი და სნეულება,
როგორ გავიგო შენი თვალები,
რატომ არაფერს არ მეუბნება?

შენ არასდროს გივლია კენტად,
და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს,
იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან,
იესოს გვერდით ჟვარზე რომ აცვეს!

--------------------------------

ცრემლს თვალზე მომდგარს გაუმარჯოს ვაჟკაცის ტუჩებით შეკავებულს, სიყვარულს უთქმელს გაუმარჯოს თვალს რომ ვერ უსწორებ შეყვარებულს. გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს რომ ვერ გაუბედავ ახსნას, მტირალა კაცს გაუმარჯოს ცრემლი რომ დაახრჩობს ვაჟკაცს. გრძნობას დიდებულს გაუმარჯოს, დატანჯულ სიყვარულს მარადს!

----------------------------------

სიყვარულისთვის ყველა მსხვერპლი დასაშვებია, 
სიყვარულისთვის არ არსებობს ზომა,ასაკი, 
გიყვარდეს,მაგრამ მის წინაშე ნუ დაეცემი, 
შენ შეგიძლია სიყვარულით იყო ამაყი; 
თუ შეგიძლია შეყვარება,ბედნიერი ხარ, 
რადგან ამ ქვეყნად უნიჭონიც იბადებიან, 
მთელი ცხოვრება თამაშობენ სიყვარულობას 
და სიყვარული არ იციან,ისე კვდებიან"

-------------------------------------------------------

რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან

---------------------------------------------

მე თუ ავტირდი ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს...
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით და რა გვხვდა წილად,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააგვიძებს რომ სძინავს მშვიდად
მე შევიყვარე ხმა რომელიც დღესაც ჩამესმის
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალბატ შემოდგომის მონატრება ვარ...
პოთოლცვენისქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა
შენც ატირდები,წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რომ ამ ქვეყნად არსებობს ბიჭი
ბიჭი,რომელიც მოუთმენლად შენს ნახვას ელის..

--------------------------------------------

როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე
როცა სიყვარული შენით შემიგნია?! 
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა, 
უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე, 
შორით დამიძახე, ნუ დამელოდებიო.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები, 
მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს,
მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები

--------------------------------------------

ჩამავალი მზე სახეს უნათებდა
ნიავი თმებზე ეალერსებოდა
ასე შორეული უცხო უკარება
უგმერთოდ ლამაზი ნეტავ ვის ელოდა

როდესაც შევხედე ტირილი მომინდა
ცრემლი სტრიქონებად დაეწყო პიქრში
ასეთი ლამაზი საიდან მოვიდა
ღმერთო მასთან მინდა ნუ მტოვებ ბინდში

მას სანთელს ავუნთებდი
ვარსკვლავებს დავუკრეფდი
სამყაროს ვაჩუქებდი
ლამაზ ლექს დავუცერდი

მას ხელში ავიყვანდი
და გულში ჩავიკრავდი
ზაფხულში წავიყვანდი
ღრუბლისგან დავიცავდი

----------------------------------------

ხომ შეიძლება გულით გსურდეს და 
ვერ შეიყვარო მაინც... 
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს, 
ვერ შეიძულო მაინც... 
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას, 
ცაში იფრინო მაინც... 
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას, 
მაგრამ მიყვარდე მაინც... 
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო, 
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც... 
ხომ შეიძლება გული გაიყოს 
და ვსულდგმულობდე მაინც... 
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს 
და სიყვარულის მორევს 
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ, 
დიდი ტკივილი ესაა სწორედ

-----------------------------------------

მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას,
მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, 
ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას,
მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, 
მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან, 
მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, 
და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი 
ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი...

---------------------------------------------

მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები
შენი უძირო შავი თვალები…
მასავით ცივი, უკაცრიელი,
იდუმალებით მოცული მზერა...
მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერა
ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
სანამ ღრუბელი მიეფარება
და დაუბრუნებს იდუმალებას...
ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა?
რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში?
შენი გრძნობების, ნამდვილი სახის,
თბილი და სათნო ადამიანის?
ნება მომეცი ერთხელ შეგეხო
ცივი თვალები კოცნით გაგითბო...
მე მსურს ნამდვილი სახე მანახო
და სათნოების გრძნობით დამათრო

--------------------------------------------

დედა! არასდროს არ დაგივიწყებთ
ჩვენ შენ შვილებზე გაწეულ ამაგს!
დედა,ათასა წელა არ დაგიტირებთ
და არასოდეს შეგკადრებთ ღალატს!
ამ ქვეყნად დედას ყველას ჰყავს ერთი,
სათაყვანები, ვითარცა ღმერთი!
დედა ცხოვრების საწინდარია,
როცა მასთან, ხარ მუდამ დარია.
ამ ქვეყნად გაჩნდეს ადამიანი და
და არ უყვარდეს დედა მშობელი?!
არ დააფასოს თვალნი მზიანნი?!
მას ხომ აღუდგეს კაცი ყოველი?!
როგორც ცხოვრების არ მწამს უღმერთოდ,
წუთსაც ვერ გავძლებ დედა უშენოდ!
შენა ხარ ჩემი ცხოვრების აზრი,
მე ხომ მაქვს შენი უზომო ხათრი!
დედაა მხოლოდ მუდამ ერთგული
და თუ გინდ ტყუოდე მაინც დაგიცავს.
მას სიყვარულით სავსე აქვს გული
და არასოდეს ის არ გაგწირავს!

--------------------------------------------

მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე
და აღარ მინდა შენს გვერდით ყოფნა,
ნუ მეუბნები ,რომ ქვეყანაზე
ბედნიერება ვპოვეთ ჩვენ ორმა.

ვეგებებოდი დღეს შენზე ფიქრით,
არვინ მახსოვდა ქვეყნად შენს გარდა,
მაგრამ მომბეზრდა ეს ყოველივე,
უკვე დამთავრდა,დაეშვა ფარდა.

ჩემთვის იყავი შორი ოცნება
და ახლა როცა ოცნება ახდა,
მე უარს ვამბობ შენს სიყვარულზე,
მე შენს სიყვარულს უარვყოფ ახლა

---------------------------------------------------

ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ! 
მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა.. 
მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ 
და გადაწყვეტის საკითხი დადგა.. 
დრო გადიოდა,მე შენ გელოდი.. 
მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი.. 
დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი.. 
წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი.. 
მთელი ამ დროის განმავლობაში 
მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები.. 
"ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??" 
თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით.. 
თვალები ცრემლით მევსება ნელა.. 
მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ? 
მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა.. 
დამიბრუნდები მე ამის მჯერა

------------------------------------------

მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა, 
რომ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენ მკლავებზე იწვა. 
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება, 
ნუ გაშინებს ჩემი სევდიანი სახე, უხმო ატირება. 
მითხარი, რომ ბაღში აღარ დაკრეფ ჩემთვის იასამნის რტოებს, 
გიძნელდება თქმა და ვიცი მაინც მალე მიმატოვებ. 
მითხარი და წადი დამიტოვე სულში უსაშველო ბინდი. 
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი, 
მხოლოდ სულში ჩამიჭკნება აკაციის თეთრი შადრევნები, 
შენზე ოცნებას და შენით გატაცებას აღარ დავჯერდები, 
წავალ ჩემთვის მარტო და დამრჩება სულში უსაშველო დარდი, 
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი

-------------------------------------

სევდიან სარკეში და უცხო ღამიდან 
სანთლებით მიზდევენ ყვავები ამ აპრილს 
პოეტს გარინდებულს როგორც პირამიდა 
ზარების ტირილში გრიგალი გამაფრენს 
გუმბათებს აკივლებს ხატების ანტება 
ჰაერში ირხევა ფრთები ანგელოზების 
სამრეკლოს წუხილი რომ გაიფანტება 
ტაძარში შევდივარ მწუხარე ლოცვებით 
ჩემს ცოდვილ სავანეს ქაოსი ედება 
თითქოს ვატ სიზმარში და ირგვლივ ქვებია 
ჭლექიან ფერებით ბარებში თენდება 
ჩემს ვიწრო ოთახში წამები ქრებიან 
ჯვარებთან გაივლის ფარული ვედრება 
წირვებით წამიღებს წამების მწვერვალი 
ვარდისფერ სარკეში სურვილი ბერდება 
მთვარესთან ჩამოწვა უვნებო ფერვალი 
მე ჩუმი მივყვები ლანდების ასეულს 
ღამე უდაბნოა ვნება კოშმარია 
ქუჩაში მცხოვრებს და სახლიდან გაქცეულს 
შემინდე შემინდე წმინდაო მარიამ.

-------------------------------------------------

ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ, 
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა, 
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი 
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.

---------------------------------------

ევედრებოდა ღმერთს ქურდი ბიჭი 
სანთლებს უნთებდა ღვთიშობლის ხატებს 
შეყვარებულზე ფიქრობდა იგი 
ცხელი ცრემლები უწვავდა თვალებს 
იწვოდა სანთელი ნელა თითქოს 
სიყავრულს ეკიდა ცეცხლი 
და იმ ერთ სანთელს უცქერდა ყველა 
ქურდმა ბიჭმა დაწერა ლექსი 
როგორ მიყვარხარ ჩემო ძვირფასო 
შენზე ფიქრისთვის არ მყოფნის ძალა 
და უშენობას ვეღარ ავიტან 
და თავს მოვიკლავ მოვიკლავ მართლაც 
ლოცვა მოუვლინე ყოვლად წმინდისაგან 
გული განუმტკიცე ყოვლად მშვენიერი 
იყოს უმანკო და ხსნილი მიწისაგან 
იყოს ლამაზი და იყოს მშვენიერი 
ასე ლოცულობდა ის ქურდი ბიჭი 
და შსცქეროდა ღვტისშობლის ხატებს 
რა არის ქალი? ფიქრობდა იგი 
რა შეუდზლიათ ამ ქვეყნად ქალებს? 
ო, ღმერთო ჩემო რა მიყო ქალმა 
მზე დამანახა და ცის სინათლე 
ყველა სანთელი ჩააქრო ქარმა 
და ენთო მხოლოდ ქურდის სანთელი...

---------------------------------------

როდესაც ლოყა შეეხო ლოყას
ტუჩის კუთხეში ჩაკვდა ალერსი
იმ პირველ კოცნას ცრემლი ჩამოყვა 
ცრემლი ყველაზე უძვირფასესი

ახლა მე შენი წარსული მქვია 
ეხო ლოყას არ დაბრუნდდები თუნდაც ვკვდებოდე 
როდის ყოფილა ნასროლი ტყვია 
კვლავ თოფის ლულას უბრუნდებოდეს?!

------------------------------------------

მთვარეს რომ ვხედავ შენ მახსენდები
შენი უძირო შავი თვალები…
მასავით ცივი, უკაცრიელი,
იდუმალებით მოცული მზერა...
მაგრამ ზოგჯერაც მე ამ მზერა
ვხედავ ალერსს და თბილ ბუნებას…...
სანამ ღრუბელი მიეფარება
და დაუბრუნებს იდუმალებას...
ნეტავ რას მალავ ღრუბლების მიღმა?
რის დამალვა გსურს ღამის წყვდიადში?
შენი გრძნობების, ნამდვილი სახის,
თბილი და სათნო ადამიანის?
ნება მომეცი ერთხელ შეგეხო
ცივი თვალები კოცნით გაგითბო...
მე მსურს ნამდვილი სახე მანახო
და სათნოების გრძნობით დამათრო...

--------------------------------------------------------

როდესაც სევდა კვლავ დაიპყრობს გულის ნაპირებს 
და მელნის წვეთი კვლავ გაავლებს იისფერ ასოს, 
მაშინ მაწვება გულზე დარდი, ტირილს ვაპირებ, 
ყოველი წამი იმ დღეების ჩემს გულში მახსოვს... 
ჩამავალი მზე ეთხოვება ნაცრისფერ ტალღებს, 
ის ყოველ ღამე თავს იკლავს და მერე ფეთქდება, 
რომ გვაგრძნობინოს ბუნებისა ჩვენ სილამაზე, 
მაგრამ მზის ჩასვლა დღეს რატომღაც ძლიერ ფერხდება 
აგერ შორიდან დავინახე უცხო ყმაწვილი, 
იგი მოაპობს ბლანტი სივრცის უფორმო ტალღებს, 
მირბის უაზროდ, უგზოუკვლოდ, სასოწართვილი 
და ჰარმონიას ბუნებისას იგი კვლავ არღვევს

-------------------------------------------------------

სანთელი იწვის, დნება და ქრება, 
სიზმარი ოცნებებს სცდება და ქრება, 
ჩემი სიცოცხლე ნელ-ნელა ქრება, 
უკვდავი სიყვარული ჩემ გულში რჩება. 


შენ სხეული ვარდივით ჭნება, 
ჩემთვის ნატვრა ხარ, სხვისტვის კახპა ხარ, 
შენ მშვენება ქარს მიაქვს საწყლად, 
ლექსებად ვქრებ და გულში ვინახავ..... 


შენთვის ვაკეთებ ამას და ნახავ. 
ცმინდას გიბრუნებ შენ ნატრევს კაცთა, 
ხორცს საჭმლად გითმობ, სისხლსა კი ცყალად, 

სული ცოდვებით დაჭკნა და გაკრა. 
შენ ვარდს ეძებდი, მე დაგხვდი ეკლად, 
შენ ლამაზს ნდომებ შენსავით ნეტარს, 
და ეს საწყალი ეს ჩემი მზერა, 
გულსაც დაგითმობს, სულსაც უთქმელად. 


ეშმაკთან ცეცხლში რო დამჭირდეს გავლა, 
სამოთხეს გავალ ან ჯოჯოხეთს გავალ, 
შენ ნატრევ სხეულს მიწა არ შთანტქავს, 
ცრემლით მოგცმინდავ თმიდან ტალახს!!!

ჩემ ხელში წერენ მე კი შენ გიხმობ, 
შენ ჩემი არ გესმის, მე კი კვლავ ვტირი, 
და მთვარის შუქზე ეშმაკთ გოდებით, 
კვლავ შენ ლექს გიძღვნი არ გავჩერდები. 


ვერ მოვეშვები მე შენზე ფიქრებს, 
ამ ლამაზ გრზნობას ხომ გული ვერ იტევს, 
ლამაზ ლექსებად ხელი წერს ნელა 
და თვალი კითხულობს იღვრება ცრემლად.... 


ვეღარ ვაზროვნებ, არ ვიცი რას ვგრძნობ, 
სიკვარულს ნაზს თუ სიძულვილს სატანურს, 
მაგრამ ერთს ვხვდები გული არ ცდება, 
რომ ჩემი ქეთი სულ მეყვარება!!!!!!

---------------------------------- 

ღმერთის საუფლოში სიმშვიდე იყო, 
ანგელოზთ გალობა ღვთიური იყო, 
ღმერთი თვის შექმნილ არსებას, 
გულისტკივილით ციდან უმზერდა. 
ადამიანები ერთმანეთს ჟლეტდნენ, 
შურით ცხოვრობდნენ არვის ინდობდნენ, 
ცხოვრობდნენ ცოდვით და გმერთის გმობით, 
პირჯვარს იწერდნენ ზაკვით და ოხვრით. 
მათ გულით უარყვეს ცხოველმყოფელი, 
ჯვარცმისა ძალით ეშმაკთ მგმობელი, 
რომელმა მოგვანიჭა ჯვარი ჩვენ ცმინდა, 
განსადევნებლად ეშმაკთა წმინდად. 
და გადაწყვიტა რომ იყო საწირო, 
გამოეღზავნა ქვეყნად რჩეული, 
და როცა აღდგება წარწყმედს ეშმაკთა, 
ვითარცა ცვილი დნება ცეცხლპირსა. 
და სბერა სული ჯვარცმისა ძალით, 
ჯოჯოხეტს ბნელეთის მნათობი ძალით, 
მან შექმნა კაცი რჩეული, 
ჩვენ კაცთ გვასწავლის მცნებასა ცმინდას... 
მესია მწირად მოევლინა მიწას, 
ანგელოზებმა ადიდეს წმინდა, 
ჯოჯოხეთს ეშმაკი ძლიერ შეშინდა, 
ის გძნობდა ძალასა წმინდას. 
შენ გძნობდი ძალას, იცი რომ არ ხარ, 
ამ ქვეყნის შვილი ძუძუთ გაზრდილი, 
გაურკვევლობამ მოგიღო ბოლო, 
ღმერთისთვის ცოცხლობ, ეშმაკი გიხმობს. 
მიხვდი ცხოვრების არსს და სატანჯველს, 
და მიხვდი დროა გაიგო მთავარი, 
დაბრუნდე იქ, სადაც შენ გიხმობენ, 
საითაც გადის ცხოვრების გზა-კვალი. 
გამოეთხოვე ცხოვრებას ტირილით, 
ჟოჯოხეთს მოხვდი ეშმაკს იხმობდი, 
თანჯვით და ოხვრით მისმა მსახურმა, 
შენ მიგიკვანა თრევით და გოდებით. 
მაშინვე კითხე ამაყად, წმინდად, 
"რისტვის გარგია ცეცხლში ცხოვრება?" 
მან გიპასუხა ეს არის ბედი, 
ცეცხლში ცხოვრება ცოდვილთა შორის. 
"ნუთუ არ მოგცონდა ზესკნელში ცხოვრება, 
ანგელოზ იყავ ღმერთობა გინდოდა, 
შენ ვერ იქნები რისთვისაც არ ხარ, 
ღმერტმა შენ შეგქმნა ამისთვის განა?" 
მას თქმა არ ქონდა დასრულებული, 
დაიწკო მიცისძვრა, ქვეყანა იძროდა, 
ყოველი იწვოდა, შენ გმერთთან გინდოდა, 
ანგელოზთ თხოვდი რომ ფრთები გკონოდა. 
ეშმაკმა სჰემოგხედა, ხელები გიკრტოდა, 
შენ კი უთხარი, რომ ღმერთის შვილი ხარ, 
ყველა სულიერი ცოდვილ ქვეყანაზე, 
Mმისი შეკმნილია, შენც კი მისი ხარ... 
"მე გმერტმა შემკმნა კეთილი ზრახვით, 
კაცთა მფარველი უფლისა ძალით, 
მე მოვინდომე ბოროტი ზრახვით , 
ძალაუფლებამ მიბრმავა თვალი." 
"შენ გმერთმა მოგცა ტავისი ძალი, 
ბნელეთის მნათობი ჯვარცმისა ძალი, 
შენი დიდება დღეს დამთავდება, 
აგგვი პირისაგან მიცისა ტანჯვით" 
"შენი შეკმნისას გმერთმა იცოდა, 
რომ კაცთ შეკმნისას შენ იყავ საწირო, 
ჩვენ გმერთმა მოგვცა ორი გზა სოფლის, 
ჩვენ გზა-კვალს გავიკვლევტ უფლამდე ლოცვით." 
"შენი შეკმნისას გმერთმა მიბოძა, 
ძალაუპლება გვთიური ძალი, 
მაგრამ შენ ბედსა მე ვერ განვაგებ, 
განკითხვის დგე ახლოვდება სატანის!!!" 
მერე იგრძენი რომ ფიზლდებოდი, 
ბუნდოვნად ხედავდი მის პერმკთალ სახეს, 
ნელი კოშმარი ცხოვრებას ერცკმოდა, 
ცხოვრებას რომელიც არვის ინდობდა... 
Mიხვდი რომ შენ ხარ გმერტის რჩეული, 
შენ უნდა აგასრულო უპლისა მცნება, 
უპალმა იცის რომ იგი არ შეცდა, 
რომ მოკვდავს მოგცა საიდუმლო ჯვრისა. 
კმაცვილი ცარსდგა უფლის ცინასჰე, 
თავჩაგუნული ემთხვია ხელტა, 
ცრემლმორეულმა, პეხმოდრეკილმა, 
უამბო უფალს რომ მცარედ შეცდა. 
(მესია) "ვერ აგვასრულე მე თკვენი მცნება, 
ჯვრის საიდუმლო ვერ გატკდა, ვიცავ, 
ადამიანმა უარკვო ცმინდა, 
ეშმაკს დაუნტო სანტელი გვტისა..." 
სიცოცხლე ვაჩუკე ადამიანებს, 
გრმად ჩავუნერგე გულთ ნერგი ცმინდა, 
თავის სიცოცხლესჰი მათ მე უარმკვეს, 
გრმად ამოზირკვეს ფესვები ცმინდა... 
ნერგისა ნაცვლად გრმად ჩარგეს ბნელი, 
ცმინდასა სულში ჩასახეს ეშმაკი, 
ადამ და ევას ბნელი ცოდვები, 
დასასრულ იკო შეკმნისა კვეკნის... 
მე მატ ვუბოდზე ტაძარი წმინდა, 
მათში ცხოვრების 10 გზა ხსნისა, 
ანთებენ სანთელს ტაძარს შესულნი, 
და სულსა ჰბერენ ცმინდა ცეცხლს რცმენის... 
ერთ ხელით რცმენიტ უკავთ სანთელი, 
მეორეთი კი სისხლ აკვთ ხალხთ მკვდრების, 
ჯვარტცმული ქრისტეს დაგვრილი სისხლი, 
ცოდვებს ვერ იტევს, თვით ჯვარსა ეცვნენ..." 
წარსკდა მას ცმინდა, მას ცრემლი ცყენით, 
დაიწყო წვეკნადა ცარგვნა, არ ესმის, 
მისი შეკმნილი ზეცა და მიცა, 
ყოვლი დაემხო მიცასა მიცად....... 
ის რაც უფალმა თვის ცრემლით შეკმნა, 
თვისივე ცრემლით ყოველი იგგვა, 
ხედავდი ზნელად ტვალებსა ცმინდას, 
მათში დამალულ საიდუმლოს ღვთისას...

--------------------------------------

ქალი? 
ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია 
ქალი ქარია,ქალი მარტია. 
ქალი წვიმაა,ცვალებადია 
ქალი მზეა და ქალი მთვარეა. 
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია 
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია 
მიუწვდომელია,აუხდენელია, 
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია. 
ქალი აპრილია, პირველი აპრილი, 
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია, 
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი, 
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია. 
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევი, 
კაცის წყურვილია,გონის ამრევია, 
ქალი რა არის?ბედის ირონია, 
ფანტასტიკურია,ეგზოტიკურია. 
ამოუცნობი ნახატი რითაა? 
ქალი ქმნილებაა,ქალი შედევრია, 
ერთადერთია...კაცის ღმერთია, 
ქალი რომანსია,რენესანსია. 
დავიჩის ჯოკონდაა,ჯორჯონეს ვენერა, 
ქალი ტიციანის-მაგდალინელია, 
ქალი რა არი?-ბედის ირონია, 
ეროტიკულია,რომანტიკულია, 
ეგზოტიკურია,ფანტასტიკურია. 
კაცის კოცნაზეც კი მექანიკურია!!! 
ქალს ნუ მიენდობი,ქალს ნუ მიენდობი, 
ქალს ნუ მიენდობი, 
ქალი ქალია, ქალი ქ ა ლ ი ა

------------------------------

შენ შეგიძლია დამშვიდდე რადგან, 
ფიქრი გამიშრა, წავიდა სხვაგან, 
შენ შეგიძლია იძინო წყნარად, 
სულელის აზრებს ვინ უსმენს აბა. 

არ გაიხსენო არც ერთი ფრაზა, 
რაც ჩვენ ორს შორის წააგავს ნათქვამს, 
არ გამაგონო გამიშვი გავალ, 
აღარ შეწუხდე, მე თვითონ წავალ. 

მაგრამ იცოდე შეცდომის ფასად, 
აუცილებლად ინანებ სხვაგან, 
მუქარის ნაცვლად გიგზავნი ნათქვამს, 
რომლის აზრია ამბორი კვლავაც

-------------------------------

თუ შეგიძლია იყო მშვიდი როდესაც ყველა 
ცილს გწამებს და აღსარებას შენგან ელოდეს. 
თუ შეგიძლია როცა შენი არავის ჯერა
არ დაეჭვდე და შენი თავის თვითონ გჯეროდეს.
თუ შეგიძლია ელოდო და არ დაიღალო,
მოტყუებულმა არ ირჩიო სხვისი ცდუნება 
შეძულებულმა სიძულვილი არ გაიკარო,
სხვის საჩვენებლად არ ადიდო თვისი ბუნება.
თუ შეგიძლია ოცნება და არ დანარცხება,
თუ შეგიძლია რწმენისატვის ბრძოლით იარო,
თუ შეგიძლია გამარჯვება და დამარცხება
დარბაისლურად ღირსეულად გაიზიარო.
თუ შეგიძლია გაუძლო, რომ შენი სიმართლე
სულელთა მახედ მოიხმარონ ავმა ენებმა
თუკი დაკარგე რაც გაგაჩნდა სულის სინათლედ
და ხელმეორედ წამოიწყო მისი შენება.
თუ შეგიძლია ყველაფერი რაც მოგიგია
მოაგროვო და ერთ თამაშად სასწორზე დადო,
მერე წააგო ყველაფერი როგორც რიგია
და წაგებულმა ხმა არ დასძრა არ დაიდარდო.
თუ შეგიძლია შენი გული , ნერვი კუნთები,
თუ არ მოგყვება მხოოდ ნებით დაიმორჩილო,
თუ არ აჰყვები უძლურებას არ დაკუნტდები.
რომ სიკვდილამდე შენი ჯერი ასრე მოლიო.
თუ შეგიძლია იყო კაცი ყოველთვის სათნო,
მეფის წინაშეც არ დაჰკარგო შენი ღირსება,
თუ დაიჯერებ, რომ ვერავინ ვერაფრიტ გავნო,
თუნდაც ხედავდე რომ დიდება არ გეღირსება.
თუ შეგიძლია ულმობელი ცხოვრების ბედის,
ყოველი წუთი გაიხადო სანდომიანი,
მაშინ შენია ეს ქვეყანა და უფრო მეტის
მაშინ შენა ხარ ჭეშმარიტი ა დ ა მ ი ა ნ ი !!!

--------------------------------------

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, 
შენთან ფერები არაფერია 
შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს 
შენ დედოფლობის დიდო ფერიავ. 

შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი 
არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, 
შენი მხატვარი მხოლოდ ერთია 
შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო. 

ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი 
ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი 
როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! 
სიყვარულია ნიჭი ყოველი. 

სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ 
სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი.

-------------------------------------

ისევ ის მუსიკა... 
იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, 
როგორც იმ ღამეს- 
ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, 
ორივე მხარეს... 

მაგრამ თავისთვის, 
სხვადასხვა გზებზე, 
პარალელური ქუჩების გასწვრივ, 
მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, 
ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით... 

თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, 
საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ... 
და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს 
ჩუმად ვიხსენებთ... 
დაგიმესიჯებ... 

ისევ ის მუსიკა... 
გულის კუნჭულში... 
იმ მელოდიით სავსეა სმენა, 
ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, 
ელი და მთელი არსებით ღელავ... 

და შენი თვალები, 
ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... 
ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, 
წარმოსახვაში გამიმთლიანდა...

---------------------------------

ვხედავ როგორ თრთის შენი ხელები 
და ღვთაბასთან ვხედავ მსგავსებას 
გიტარის სიმებს რომ ეფერები 
რატომ ვერ მამჩნევ, რა გემართება? 

ათასჯერ კოცნი დამწვარ საწამლავს 
მინდა ერთმანეთს დაშორდეთ მალე 
თორემ მიყვარხარ, რა მეშველება 
მოკვდე და ვეღარ გიხილო ხვალე... (: 

ანთებულ თვალებს აპარებ ჩემსკენ 
მაგ მზერით მიწვავ სულსა და სხეულს, 
ხომ შეიძლება ცხოვრების გზებზე 
გვერძე დამიდგე მოარულს ეულს... 

მინდა სიტყვებით მოგიყვე რამე 
და ვერა ვპოვებ შესაფერ სიტყვას 
თუ რამ გვითქვია ოცნებით ღამე 
დღეს ყველაფერი გიტარით ითქვას..

---------------------------------

მიყვარხარ! გეტყვი, თუმცა უკვე ბევრჯერ მიცდია; 
სანამ ეს გრძნობა არ მოაღწევს შენამდის კარგო, 
და იმავ გრძნობით მიპასუხებ რაც განმიცდია; 
ჩემო ლამაზო, ჩემო კარგო და მშვენიერო. 

შენი მშვენება: წმინდა გული, კეთილი გული, 
შენი ტკბილი ხმა, მოძრაობა და სრული ტანი; 
არის სამოთხის ანგელოზის მონაპოვარი 
და აქ მიწაზედ მისგანა გაქვს შენ ნათხოვარი. 

ნუ აიმაღლებ თავს მშვენებით და სილამაზით, 
რადგან ყოველი მიწიერი წარმავალია. 
ეძიე შენი საოცნებო სიყვარულია; 
მე თუ ვიქნები? ეს ჩემთვისაც სასურველია. 

ვიცი და გეტყვი მე სიმართლეს არ დაგიმალავ, 
რომ ეს სიტყვები თავისთავად შობს სიყვარულსა; 
მიცნობ თუ არა, აბა ეგ რა საკითხავია, 
თუმცა მიცნობდე და გიყვარდე უკეთესია. 

დაირხევა საამურად ხის ტოტები მწვანე, 
არემარეს დახედავენ, როგორც მიწას მთვარე 
და მათ ჩრდილში ჩვენ ვისხდებით სიყვარულით სავსნე 
და ამ ხეთა შრიალისას დაგიკოცნი სახეს.

-------------------------------

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლ

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 2
0  
2 new   (2009-09-18 3:03 AM) [Entry]
ესენი სულ წაიკითხე? happy

+1  
1 BUCHTI   (2009-09-18 0:36 AM) [Entry]
UMAGRESI LEQSEBIAAAAA

1