:
WWW.saitebi.ge
ნავიგაცია
ავტორიზაცია
    რეგისტრაცია
    დაგავიწყდა პაროლი?
სტატისტიკა
MYTOP.GE
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
ადმინთან კონტაქტი


ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress 2008-ზე, გუშინ კომპანია Sony Ericsson-მა განაცხადა, რომ მალე დაიწყებს სმარტფონების ახალი სერიის გამოშვებას, რომლებშიც გამოყენებული იქნება Microsoft Windows Mobile ოპერაციული სისტემა.

SE-ს სტენდზე წარმოდგენილი იყო როგორც XPERIA ოჯახის (ამ ოჯახში გაერთიანდებიან ვინდოუს-სმარტფონები) პირველი წარმომადგენელი, ასევე 6 სხვა მოდელიც, მათ შორის: ორი სენსორული ეკრანით, ახალი Walkman სერიის სმარტფონი 8 გბ შიდა მეხსიერებით და კამერაფონი. ცხადია, ყველა მოდელი ოპ. სისტემად Windows Mobile-ს გამოიყენებს.
XPERIA ოჯახის პირველი წარმომადგენელი იქნება X1, რომლის გამოსვლაც 2008 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ან მეორე ნახევრის დასაწყისში იგეგმება.

ვინც ყველა-ერთში ტიპის სმარტფონს/ჯიბის კომპიუტერს ელოდებოდით და აქამდე თავს იკავებდით აღნიშნულის შეძენისგან, მინდა გაგახაროთ, XPERIA X1 სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი X1-ს აქვს როგორც ძალიან კარგი მულტიმედია, ასევე კომუნიკაციური ფუნქციები. დავიწყოთ ნელ-ნელა.


XPERIA X1-ს აქვს სრულყოფილი QWERTY კლავიატურა, ოპტიკური ჯოისტიკი, 3 დუიმიანი სენსორული ეკრანი 800x480 პიქსელი გარჩევადობით. შეგახსენებთ, რომ ასეთი გარჩევადობა აქვს ასუსის Eee PC-საც.
ოპერაციულ სისტემად გამოყენებული იქნება Windows Mobile 6. სმარტფონს ექნება 400 მბ შიდა მეხსიერება და microSD მეხსირების ბარათის სლოტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ X1-ს არ ექნება Sony-ს Memory Stick M2-ის მხარდაჭერა. სავაურაუდოდ, ეს იმის ”ბრალია”, რომ სმარტფონი მზადდება HTC-სთან თანამშრომლობით (ეს ინფორმაცია გაავრცელა Engadget-მა). ამითვე აიხსნება ის ფაქტიც, რომ X1 საკმაოდ განსხვავდება SE-ს სხვა სმარტფონებისგან.
რაც შეეხება ქსელებს, X1 არც აქ მოიკოჭლებს. სმარტფონს აქვს GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც, UMTS/HSDPA/HSUPA (ანუ 3G, 3.5G და 3.75G) ქსელების მხარდაჭერა. პრაქტიკულად ყველაფერია, რასაც კი მსოფლიოში შეხვდებით დღესდღეობით. ასევე, გვაქვს Wi-Fi-ს, A-GPS-ისა და Bluetooth-ის (A2DP-ით) სრულფასოვანი მხარდაჭერა. იმ ფონზე, რომ ვაი-ფაი თბილისშიც მეტნაკლებად წარმატებით ინერგება, ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა საკმაოდ კარგია.

X1-ს აქვს 3.2 მეგაპიქსელიანი კამერა მოდული, ავტოფოკუსით, ფოტო განათებითა და ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით. საყურადღებოა, რომ ვიდეოს გარჩევადობა გაიზარდა 640x480 პიქსელამდე (დღემდე ამ გარჩევადობით ამაყობდნენ ნოკიას ახალი ტელეფონები).
რაც შეეხება მულტიმედია ფუნქციებს, გვაქვს FM-რადიო, Windows Media Player Mobile, PlayNow, 3D-თამაშები, Java, ვიდეო-ნაკადების ყურების შესაძლებლობა.
ინტერნეტში სამუშაოდ გვაქვს Internet Explorer Mobile, RSS-წამკითხავი, MS Outlook Mobile. ასევე, აღნიშნულ სმარტფონზე ოპერას მოყვარულები Opera Mobile 9.5-ის დაყენებასაც შეძლებთ (domen ;-)).
ცხადია, გვაქვს MS Office-ის მობილური კომპლექტი Word, Excel და PowerPoint-ით. ასევე გვაქვს Windows Live-ის მხარდაჭერაც.
რაც შეეხება სტანდარტულ ფუნქციებს (SMS, MMS...), ყველაფერი ადგილზეა. აღსანიშნავია X1-ის კიდევ რამდენიმე ფუნქცია. ესენია, ხელნაწერის ამომცნობი და მისი ბეჭდურ ტექსტში გადამყვანი და ტექსტის კარნახით შეყვანის შესაძლებლობა.

XPERIA X1-ის ზომებია 110х53х16,7 მმ, წონა 145 გრამი. საინტერესოა სმარტფონის ფასიც, რომელიც ჯერჯერობით არ სახელდება. სავარაუდოდ, X1 დასაწყისისთვის ~800-1000$ ეღირება, თუმცა ეს მხოლოდ ამ ნიუსის ავტორის აზრია.
როგორც ვხედავთ, Sony Ericsson-მა ნაბიჯი წინ გადადგა. X1 დააკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნ მომხმარებელსაც კი, რადგან მასში გაერთიანებულია ყველაფერი ის, რაც განასხვავებდა სმარტფონს ჯიბის კომპიუტერისგან. X1 შეგვიძლია მივიჩნიოთ სწორედ ამ ორი მოწყობილობის შერწყმის წარმატებულად დასრულებულ ცდად.
დასასრულს კი გთავაზობთ XPERIA X1-ის საპრეზენტაციო ვიდეოს, ოფიციალურ საიტებს:
http://www.sonyericsson.com/x1 და http://www.sonyericsson.com/cws/products/mobilephones/overview/x1?cc=gb&lc=en
პრეს-რელიზს: http://www.sonyericsson.com/cws/corporate/press/pressreleases/pressreleasedetails/globalx1-20080210
და ორ ვიდეოს, რომელიც პრეზენტაციაზე გადაღებული:
http://www.youtube.com/watch?v=wuo9CAZCbIE&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=4wU5eiMR57s&feature=related

თუ ონლაინ ვიდეოს არ რთავს და tvali.ge წერს მიაწექი აქ და ნახე როგორ უნდა გაასწორო

dth="100%" cellspacing="1" cellpadding="2" class="commTable">
სახელი *:
E-mail:
ქართული/ინგლისური (~)
კოდი *:

ვინც რაიმე ცუდ კომენტარს დაწერს სამუდამო ბანი დაედება LINK.GE-ზე  და  UP.JEJE.GE-ზე

სულ კომენტარები: 0
1