![](http://www.plays.ucoz.com/_nw/14/s51181.jpg)
ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), შესაბამისად Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში თუ ჩამოშლით აუარებელი ჩამონათვალი ჩდება იმ User-ებისა რომლებიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპიში.
არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი,
როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან? მას ხომ ვერ ჩაავლებთ და Delete-ს ვერ მისცემთ. მაგრამ საქმე არც ასეა, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მისცემთ!
უბრალოდ საჭიროა სხვა გზიდან მოვუაროთ რომელიც არც თუ ისე შორია.
მოკლედ დავიწყოთ:
გათიშეთ სკაიპი , შემდეგ გახსენით My Computer-ი ან Internet Explorer-ი და იმის მისამართის ზოლში შეიყვანეთ მოცემული ბრძანება და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%\Skype\ დააჭირეთ დიდებულ Enter-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი საზიზღარი Skype Name-ბია ჩაყრილი. მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია (ან უბრალოდ არ “დაგევასებათ”) მხოლოდ მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.
შემდეგ ისევ ჩართეთ სანატრელი Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთაა ყოველგარი ზედმეტი ნიკებისაგან.
თუ ასე არ მოხდა ე.ი. Restart-ია საჭირო, ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.
სულ ესაა რაცაა..