![]()
Sim City 4 არის მშენებლობის სიმულატორი, რომელიც შექმნილია კალიფორნიაში კომპანია MaXis - ის მიერ და გამოცემულია EA Games - ის მიერ 2003 წელს. ის Sim City-ს სერიების მეოთხე ნაწილს წარმოგვიდგენს და გამოიჩვევა მშენებლობის 3D გრაფიკით!!. შესულია 2003 წლის ყველაზე გაყიდვადი 10 თამაშის რიცხვში. თამაშში შესაძლებლობა გეძლევათ შექმნათ თქვენი რეგიონები მიწაზე, მოაწყოთ და ააშენოთ ისინი. მოთამაშეს შეუძლია მიწის სხვადასხვა მოანაკვეთების არჩევა:კომერციული, ინდუსტრიული და ცხოვრების მიზნებისთვის. იმისათვის, რომ თამაშში წარმატებას მიაღწიოს, მოთამაშემ სწორად უნდა გააკონტროლოს ფინანსები, გარემო და თავისი მოქალაქეების ცხოვრების მაღალი დონე.
|
| ||||||