![]() ![]() 1. ერთხელ ის გართული იყო დიდი მათემატიკური გამოანგარიშებით. როდესაც მოშივდა, აიღო უმი კვერცხი, ბუხარში შედგა წყლით სავსე ქოთანი და შემდეგ წყალში ჩააგდო… ჯიბის საათი.
2. ისააკ ნიუტონს მეცნიერული დამსახურებისთვის უწყალობეს ლორდის წოდება და 26 წლის განმავლობაში გულგრილი მოწყენილობით ესწრებოდა ლორდთა პალატის სხდომებს. დიდმა ფიზიკოსმა მხოლოდ ერთხელ მოითხოვა სიტყვა, რითაც დამსწრენი დიდად გააოცა. _ ბატონებო, _ მიმართა საზეიმოდ მან უდიდესი მათემატიკოსი ისააკ ნიუტონი უცნაურ დაბნეულობას ავლენდა. კრებას, _ თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, მე ვითხოვდი ფანჯრის დაკეტვას, ძალიან უბერავს, მე კი გაციების მეშინია. 3. _ რა ღირს შენი ღვინო? _ შეევაჭრა მეზობელს ლადიკო. _ ლიტრა ხუთი მანეთი. _ რა მოხდა ასეთი? _ გაძვირდა, ძამა, ყველაფერი, ვეღარ ხედავ? _ კი მარა, რამდენადაც ვიცი წყალს ფასი არ მომატებია. 4. ქალი: ექიმო, აბა, ასე სწორი დიაგნოზი როგორ უნდა დამისვათ, მაჯას მისინჯავთ, გულს უსმენთ, და ერთხელაც არ გიკითხავთ, თავს როგორ გრძნობო! _ როგორ გრძნობთ თავს? _ ოჰ, უმჯობესია არ მკითხოთ! 5. ექიმი(აღფრთოვანებით): სერ, თქვენი სნეულება მედიცინას საკმაოდ გაამდიდრებს. _ ღმერთო ჩემო, მე კი მეგონა, შვიდიოდე დოლარით იოლად გამოვიდოდი! 6. სადგურ დიჟონში ერთ-ერთი ამერიკელი ცნობილი მწერალი ვაგონიდან ჩამოვიდა, ვაგზლის რესტორანში ვისადილებო. ადვილად რომ ეპოვა თავის ვაგონი, მის ნომერს დააკვირდა – 1492 _ ძალიან კარგი, _ გაიფიქრა მან, _ ამის დავიწყება არ შეიძლება! ეს ხომ ამერიკის აღმოჩენის თარიღია?! როცა დაბრუნდა, ბუნებრივია, დაავიწყდა ნომერი. მაშინ იგი მიუბრუნდა გვერდით მდგომ მოხელეს და ჰკითხა: _ დიდი ბოდიში, ბატონო, ხომ ვერ მეტყვით, როდის აღმოაჩინეს ამერიკა? 7. ერთი ახალგაზრდა დრამატურგი გაბრაზებული მივიდა ალფრედ კერთან. _ რა უფლება გქონდათ, რომ ჩემი დრამა ასე გაგიკილავთ, როცა თვითონ ერთაქტიანი პიესის დაწერაც კი არ შეგიძლიათ, – ქუხდა ავტორი. _ მე კვერცხის დადებაც არ შემიძლია, მაგრამ კარგსა და ლაყეს ერთმანეთისაგან მშვენივრად ვარჩევ – მიუგო ღიმილით ხელოვნებათმცოდნემ. 8. დრამატურგმა მაყურებელთა დარბაზში შეიხედა და შემდგომ დირექტორს კაბინეტში აღშფოთებული შეუვარდა: _ ერთი ეს მითხარით, ბატონო, თქვენ ჩემს პიესას განგებ მაშინ დგამთ როცა თეატრი ცარიელია? 9. _ ბოლოს და ბოლოს როდის დამიბრუნებ ვალს? _ როგორც კი ამერიკიდან ბიძა ჩამომივა.. … …_ მესამე წელიწადია მაგ ზრაპარს მიყვები. _ აი, ბატონო, შემიძლია მისი წერილი გიჩვენო. _ მაინც, მაინც რას გწერს? _ გზის ფული გამომიგზავნეო. 10. _ როდის გადამიხდი ალიმენტს?! _ თუ სასამართლოში დამიმტკიცებ, რომ ნამდვილად ჩემი შვილია.. 11. _ როგორ დამთავრდა ინდოეთში თქვენი ნადირობა ვეფხვებზე? _ სასწაულებრივი ბედნიერებით, არც ერთი ვეფხვი არ შემხვედრია. 12. სამოთახიან კომუნალურ ბინაში მცხოვრებ 90 წლის მარტოხელა კაცს ცოლად შერთეს 32 წლის მანანა. მიზეზი? ბინის სიყვარული. 13. ძეხვეულის საამქროს დამხმარე მუშა სამსახურში წასვლამდე იწონის 80 კილოს, შამსახურიდან დაბრუნებისას – 88-ს რატომ? 8 კილოზე მეტი არ ეტევა ჯიბეში. _ გუშინ ავტობუსში რომ ავედი, სამი კაცი წამოხტა და ადგილი დამითმო. _ მერე, დაეტიე? 15. გია უყვება სკოლის მეგობარს: _ მამაჩემი ყოველთვის სამ სათვალეს ატარებს. _ სამს?! რატომ? _ ერთს – ახლოს, მეორეს კი შორს დასანახავად! _ მესამეს? _ მესამეთი იმ ორს ეძებს! 16. ცნობილ ინგლისელ პოეტს კითხეს: _ ხომ ვერ გვეტყვით, რატომ ხდება, რომ სამეფო გვირგვინი მეფისწულს შესაძლოა უკურთხონ თოთხმეტი წლისას, ხოლო საქორწინო მხოლოდ თვრამეტისას? _ ეს ხომ ისედაც გასაგებია, მიუგო მილტონმა. _ ქვეყნის მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ცოლისო. 17. ახალგაზრდა მწერალი ეკითხება კრიტიკოსს: _ როგორი აზრისა ხართ ჩემს უკანასკნელ ნაწარმოებზე? _ შემიძლია, აღფრთოვანება გამოვთქვა, თუ ის მართლა უკანასკნელია! 18. ექიმის კაბინეტიდან ქალი ტირილით გამოვიდა, თან დაღვრემილი ბიჭუნა გამოჰყვა. Qალს გული ექიმის დასკვნამ მოუკლა, რომელმაც უთხრა: _ ძალიან მეძნელება ამის თქმა, მაგრამ რა ვქნა! თქვენი შვილი გონებაჩლუნგია. არ გირჩევთ სკოლაში გაგზავნას. იმავე დღეს გაიმართა ოჯახური თათბირი. Gადაწყვიტეს: ყოველი შემთხვევისთვის მაინც შეეყვანათ ბიჭი პირველ კლასში. ერთი თვის შემდეგ მშობლებთან მივიდა მასწავლებელი და განუცხადა: _ თქვენი ბავშვი იმდენად ჩერჩეტია, რომ სკოლაში მის სიარულს აზრი არ აქვსო. ბავშვის სახელი იყო თომას ალვა ედისონი. 19. _ რატომ შექმნა ღმერთმა ჯერ კაცი და შემდეგ ქალი? _ იმიტომ, რომ ღმერთისათვის მამაკაცის შექმნის მომენტში, ქალს თავისი ჭირვეული რჩევა–დარიგებით ხელი არ შეეშალა. 20. _ არავინაა ისე სახელგანთქმული, როგორც ეს ადამიანს ეჩვენება, ამბობდა ცნობილი კარუზო. მართლაც, ერთხელ, ამერიკაში მოგზაურობის დროს, მანქანა გამიფუჭდა. სანამ შოფერი მანქანას არემონტებდა, კარუზო შევიდა ფერმერის სახლში. _ მე კარუზო ვარ – წარუდგა მომღერალი. Fფერმერი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამოართვა და აღელვებულმა წარმოსთქვა: _ ღმერთო ჩემო! –აი საკვირველება! როდესმე შეგვეძლო გვეფიქრა, -მიუბრუნდა იგი ცოლს, _ რომ ჩვენს პატარა სამზარეულოში ვნახავდით ცნობილ მოგზაურს რობინზონ კრუზოს? |
| ||||||