დასახელება: Band of brothers
გამოსვლის წელი: 2001
ენა: რუსული (პროფესიონალური, ორხმიანი)+ინგლისური (ორიგინალი, კადრს მიღმა)
ჟანრი: ისტორიული დრამა, საომარი
რეჟისორი: დევიდ ფრანკელი, ტომ ჰენქსი, დევიდ ლელენდი, რიჩარდ ლონკრეინი...
როლებში: დემიენ ლიუისი, დონი უოლბერგი, რონ ლივინგსტონი, მეთიუ სტელი, რიკ უორდენი, ფრენკ ჯონ ჰიუზი, სკოტ გრაიმსი, ნიკ მაქდონაფი, რიკ გომესი, ეიონ ბეილი, როს მაქკოლი, შეინ ტეილორი, პიტერ მაქკეიბი, რობინ ლეინი...
ფილმის შესახებ:
ეს ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომში, მტრის ზურგში მებრძოლ, ამერიკის ჯარის სადესანტო ქვედანაყოფ „იზი“-ს შესახებ. ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია სტივენ ემბროუზის ნაწარმოებიზე სახელად - “Band of brothers”, რომელიც შექმნილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, მრავალი დოკუმენტური მასალის გამოყენებით.
ჯგუფ „იზი“-ს ისტორია ახალწვეულთა ბანაკში იწყება, სადაც ამერიკელ მოხალისეთა რაზმი საბრძოლო წვრთნას გადის. მოგვიანებით ახალბედა ჯარისკაცთა ქვედანაყოფს, გადაისვრიან გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მებრძოლთა დავალებაა შექმნან ე.წ. „კორიდორი“ რომელიც ამერიკელებს პირდაპირ ბერლინში მიიყვანს...
ნაწილი 1. კურაჰი.
1942 წელს ტაკოაში ახალგაზრდა მოხალისეთა რაზმი საომარ მზადებას იწყებს. მომავალში ისინი ამერიკის არმიის იმ დროისათვის, უახლესი სადესანტო ქვედანაყოფების ნაწილი გახდებიან. ლეიტენანტი კობელის ზედამხედველობის ქვეშ, ახლადგამომცხვარი ქვედანაყოფის - «იზი»-ს წევრები გადიან ურთულეს გზას, ჩვეულებრივი ჰარისკაცებიდან - ამერიკის არმიის ელიტურ მეომრებამდე. წვრთნის პერიოდში იწყება პაექრობა სერჟანტ კობელსა და ლეიტენანტ უინტერსს შორის...
ნაწილი 2. მთავარი დღე.
1944 წლის 6 ივლისი. მოკავშირეთა ძალები გადასხეს ნორმანდიაში. ბრძოლის დაწყების წინ მტრის ზურგში მედესანტეებს გადაისვრიან, რომლებსაც რამის წწყვდიადში უნდა დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები და გაენთავისუფლებინათ სანაპირო, ზღვიდან მომავალი დამხმარე ძალებისათვის...
ნაწილი 3. კარენტანი.
ორი დღის შემდეგ ქვედანაყოფი "იზი" მონაწილეობს ბრძოლაშჳ კარენტანოსათვის და მნიშვნელოვან დანაკარგსაც გამნიცდის. ომში გამოუცდელ მებრძოლებს უჭირთ ბრძოლის ველზე მოქმედება...
ნაწილი 4. ახალი სისხლი
მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო ქვედანაყოფში გადმოჰყავტ ახალბედა მედესანტეები. ჯგუფი "იზი" მონაწილეობს ახალ ოპერაციაში - რომლის მიხედვითაც მებრძოლები გადაისროლეს გერმანიის მიერ ოკუპირებული ჰოლანდიის ტერიტორიაზე.. ეინდჰოვენის უბრძოლველად აღების შემდეგ, ჯგუფი "იზი" და მოკავშირე სატანკო ქვედანაყოფი, ქალაქის შემოგარენში უდიდეს გერმანულ წინააღმდეგობას წააწყდებიან და იძულებულები აღმოჩნდებიან უკან და დაიხიონ...
ნაწილი 5. გზაჯვარედინი.
უიტერსი განახორციელებს ძალიან სარისკო, მაგრამ წარმატებულ ოპერაციას. ამის გოლისატვის მას დააჯილდოებენ ბატალიონის მეთაურის სტატუსით. მაგრამ მიუხედავათ ამისა უიტერსი, მაინც არ არის თავისი ახალი \"ადმინისტრაციული\" თანამდებობით....
ნაწილი 6. ბასტონი.
ზამთარი, ბელგიის ტყეები, ბასტონის შორიახლოს , ჯგუფ \"იზი\"-ს მებრძოლები ერთდროულად იბრძვიან რამოდენიმე მტრის: გერმანელების, შიმშილის და სასტიკი ყინვის წინააღმდეგ...
ნაწილი 7. გარდატეხა.
ბასტონიში გამარჯვების შემდეგ, დაღლილი მებრძოლები ახალ დავალებას ღებულობენ, უახლოესი ქალაქის - სახელად ფოის მტრისგან გაწმენდა. ახალი მეთაურის - ლეიდენან დეიკის გამოუცდელობის გამო, п"იზი"-ს დანაკარგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქალაქი აღებულია, პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილის სისხლის ფასად...
ნაწილი 8. უკანასკნელი პატრული.
ჯგუფი "იზი" გაემართა პატარა ქალაქშ ისახელად - ჰაგენაუ, რომელიც გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. მათი დავალებაა ქალაქის დაზვერვა და სიტუაციის მოხსენება უფროსობისთვის. ახლად მოსული ლეიტენანტი ჯონსი მოხალისედ გაემართება ამ დავალების შესასრულებლად. მიუხედავად წარმატებული ოპერაციისა იღუპება ერთ-ერთი მედესანტე. ამ გარემოებამ აიძულა უიტერსი ხელლი აეღო, მეორე მზვერავთა ჯგუფის გაგზავნაზე...
ნაწილი 9. რის გულისთვის ვიბრძვივართ?
მედესანტეთა ჯგუფი გერმანიის ტერიტორიაზე გადადის და დიდი ბრძოლების მოლოდინის მიუხედავად, მხოლოდ უმნიშვნელო წინააღმდეგობას ხვდება. მზვერავები ახლომდებარე ტყეში ტყვეებით სავსენაცისკურ საკონცენტრაციო ბანაკს აღმოაჩენენ. მიუხედავად ამ ინფორმაციისა ადგილობრივი მაცხოვრებლები უარყოფენ ბანაკის არსებობას, სულ ცოტა ხანში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰიტლერი მოკვდა...
ნაწილი 10. გამარჯვება.
ჯგუფი "იზი" მიემართება ქალაქ ბერხტესგადენში, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ისვენებდნენ ვერმახტის ელიტარული ოფიცრები, და ხელში იგდებს ჰიტლერის ყველაზე გამაგრებულ ციხესიმაგრეს "არწივის ბუდეს". იაპონიის კაპიტულაცია ომის საბოლოო დასასრულს ნიშნავს...
Band of brothers OST
|