წელი: 2008
ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person
მწარმოებელი: Insurgency Team
პლატფორმა: PC - win
მინიმალური:
ოპ. სისტემა: Windows 2000/XP
პროცესორი: 1,2 გჰც,
ოპერატიული: 256 მბ,
ვიდეო: მეშვიდე თაობის
მართვა: მაუსი, კლავიატურა
ინტერნეტთან შეერთება
რეკომენდებული:
ოპ. სისტემა: Windows 2000/XP
პროცესორი: 2,4 გჰც,
ოპერატიული: 512 მბ,
ვიდეო: მეშვიდე თაობის
მართვა: მაუსი, კლავიატურა
ინტერნეტთან შეერთება
გამოცემის ტიპი: მეკობრული + ლიცენზია
ინტერფეისი: ინგლისური
კრაკი: არ სჭირდება
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალი საბრძოლო შეტაკების სამყაროში, Insurgency Mod მოგესალმებათ! ამ თამაშში, რომლის მიზანსაც წერტილების აღება და დაცვა წარმოადგენს, შეგიძლიათ ან ამერიკული არმიის ქვეითი ჯარისკაცის, ან აჯანყებული ერაყის გამათავისუფლებელი არმიის წევრი იყოთ. ობიექტების და მიდამოს განლაგება, შესაძლებელი დახმარება რუქაზეა დამოკიდებული და ბრძოლიდან ბრძოლამდე იცვლება. Insurgency მოდში შეგიძლიათ გახდეთ მეთაური ანდა ხელქვეითი, მაგრამ მხოლოდ მეთაურს შეუძლია გუნდის შეთანხმებული მოქმედებით, გამარჯვების მიღწევა. კომუნიკაციის მენიუს დახმარებით მეთაურს შეუძლია დახმარების გამოძახება, საბრძოლო მიზნების შეცვლა, შეკრებისა ადგილის მონიშვნა და შეცვლა, ხელქვეითებისთვის ბრძანების მიცემა. თამაშის სისტემა - მეთაური-ხელქვეითი უფრო ზუსტად ასახავს რეალურ საბრძოლო ქმედებებს და Insurgency მოდს იდეალურ ტაქტიკურ შუტერად აქცევს, იგივენაირი სტილის თამაშებს შორის.
თქვენს მეგობრებთან ერთად წერტილიდან წერტილამდე გადაადგილებისას უნდა მიაღწიოთ რიცხობრივ უპირატესობას მტერთან შედარებით და მისი დასუსტებული ძალები გაანადგუროთ. მტრის მოკვლითა და საბრძოლო მიზნების შესრულებით თქვენი საბრძოლო გამოცდილება და რანგი თამაშში იზრდება და ამის ნახვა თამაშის დროს ეკრანის ზედა მხარეს შეგიძლიათ.
გახსოვდეთ, მოთამაშის მოკვლის დროს არ გეცოდინებათ იგი მკვდარია თუ არა, და მხოლოდ ვიზუალური კონტაქტი მოგცემთ ამის საშუალებას, ამიტომ უფრთხილდით შესაძლო მოწინააღმდეგეს, რადგან თვითონ შეიძლება აღმოჩნდეთ მის ადგილზე.
აჯანყების სათამაშო ატმოსფერო იდეალური გუნდური ბრძოლის სამყაროში ჩაძირვის საშუალებას გაძლევთ.
თამაშის რეჟიმები:
სახმელეთო რუქებს აქვს თამაშის 4 ძირითადი ტიპი
შეტაკება.
თამაშის ტიპი დაფუძნებულია წერტილების აღებასა და კონტროლზე. მეთაურის ტაქტიკიდან გამომდინარე გუნდებს შეუძლიათ იყონ ან თავდასხმაში ან თავდაცვაში. გამარჯვებისთვის, ზუსტად განსაზღვრული მიმდინარეობით უნდა იყოს დაპყრობილი წერტილები ერთ-ერთი გუნდის მიერ.
დაპყრობა.
თამაშის ტიპი დაფუძნებულია წერტილების აღებასა და კონტროლზე. შეგიძლიათ იყოთ როგორც თავდამსხმელ ისე თავდამცველ გუნდში. თავდამსხმელებმა ყველა წერტილი უნდა აიღონ ერთი მეორის მიყოლებით დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, იმ დროს, როცა თავდამცველები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ამას.
საბრძოლო შეტაკება.
თამაშის ტიპი დაფუძნებულია წერტილების აღებასა და კონტროლზე. მეთაურის ტაქტიკიდან გამომდინარე გუნდები ან თავს ესხმიან ან თავს იცავენ. მოწინააღმდეგეზე გასამარჯვებლად, ყველა საკონტროლო წერტილი უნდა გადავიდეს ერთ-ერთი გუნდის ხელში.
გაფიცვა.
შეგიძლიათ იყოთ ან თავდამსხმელ ან თავდამცველ გუნდში. გუნდის ძირითად მიზანს წარმოადგენს რამდენიმე წერტილი შენარჩუნება, თავდამსხმელი გუნდის ძალების ბოლომდე ამოწურვამდე. ასევეა პირიქით.
______________________________
მიზნები და მათი დაპყრობა
მიზნები, ესაა რუქაზე აღნიშნული დასაპყრობი წერტილები. მიზნები შეიძლება იყოს თავისუფალი ანდა მეორე მხარეს კონტროლქვეშ. ყველა მიზანს აქვს ანბანური დასახელება, მაგალითანდ A, B, C, D, და ა.შ. მიზნის დასაპყრობად საჭიროა ერთი გუნდის რამდენიმე მოთამაშეის ყოფნა არჩეულ წერტილზე, ხოლო მოწინააღმდეგის იქ გამოჩენა ბლოკავს ანდა ანელებს მის აღებას. რუქის რომელიმე ადგილზე მოთამაშეთა რაოდენობის მართვით მეთაურს შეუძლია დაიპყროს ან პირიქით, დაბლოკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილები.
მეთაურის რეჟიმი და ბრძანების გაცემის ხერხები
ბრძანებების გაცემის საშუალება Insurgency მოდს უნიკალურს ხდის. მეთაურს შეუძლია ყველა მოთამაშეს მისცეს ბრძანება რომელიც თამაშის მომენტშია აუცილებელი. თამაშში ორი შეიარაღებული ერთეულია: გუნდი - რომელიც ამერიკული მხარეს აღნიშნავს, და უჯრედი - რომელიც აჯანყებულთა მხარეს ახნიშნავს. ორივე მხარე შედგება 8 მოთამაშისგან. პირველი მოთამაშე გუნდში ან უჯრედში - მეთაურია. სერვერზე მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა არის 32, შესაბამისად იგი შედგება 2 უჯრედისგან ანდა გუნდისგან ორივე მხარეს.
ბრძანების რეჟიმები
დახმარების გამოძახება - ამ ბრძანების არჩევისას, გუნდის ყველა მოთამაშე რომელიც ამ მომენტისთვის მკვდარია, გაცოცხლების დროს არჩეულ ადგილში გაჩნდებიან.
მეთაურის რეჟიმის გამოყენებით შეგიძლიათ მიუთითოთ მიზნები, რომელსაც თქვენი გუნდი ან თავს დაესხმება ან დაიცავს.
მეთაურს შეუძლია რუქაზე თავშეყრის ადგილის მონიშვნა, რომლის ადგლიმდებარეობა ფერადი სამკუთხედით იქნება გამოყოფილი და მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები დაინახავენ.
მეთაურებს შეუძლიათ ტაქტიკური ბრძანებები მისცემ მოთამაშეებს შიდა ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით. მოთამაშეებს შეუძლიათ უპასუხონ მეთაურს თამაშში ჩაკერებული ხმოვანი ბრძანებების საშუალებით, და შეატყობინონ დავალების შესრულება ანდა წარუმატებლობ.
დახმარების რეჟიმი
დამხარების ტალღა - ესაა მოთამაშეთა ერთდროული გაცოცხლება, რომლებიც გუნდებში ერთიანდებიან და ხელმეორედ ცოცხლდებიან განსაზღვრული დროის პერიოდებში. დახმარების ტალღები შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე არის თქვენთან ლოდინის რეჟიმში. რამდენი ეყოლება რომელიმე მხარეს, რუქის პარამეტრებით ისაზღვრება. ერთ-ერთ რუქაზე შეიძლება დახმარების განუსაზღვრელი რაოდენობის მიღება (როგორც Day of Defeat-ში), იმ დროს, როცა მეორე რუქაზე არანაირი დახმარება შეიძლება არ გქონდეთ (როგორც Counter-Strike-ში). დახმარებათა ტალღების რაოდენობა რომელიც თქვენს გუნდ შეიძლება ჰქონდეს, თქვენი კომპასის ცენტრალურ ზედა ნაწილში ჩანს. მეთაურს შეუძლია ვადამდე ადრე გამოიძახოს დახმარება, თუ ეს რუქითაა განსაზღვრული.
იარაღი და ტყვიაწამალი
Insurgency მოდში არაა ჩვეული სამიზნე, რომელსაც ყველა მიეჩვია, სროლის სიზუსტისთვის აუცილებელია როგორც რეალობაში, ისე დაუმიზნოთ მტერს იარაღი. ასეთ რეჟიმში ტყვია ზუსტად იქ მოხვდება სადაც სამიზნე იცქირება.
სამიზნით სროლის უნარი აუცილებელი პირობაა აჯანყების ბრძოლის ველზე გადასარჩენად!
იარაღის ზოგიერთ სახეობა ალტერნატიული სროლის რეჟიმი აქვთ, ასე რომ სროლის წინ შეამოწმეთ რა რეჟიმია არჩეული - ავტომატური თუ ნახევრადავტომატური. შეგიძლიათ სროლის სიზუსტის ასაწევად წამოწვეთ და ისე დაუმიზნოთ იარაღი. ასევე არ დაივიწყოთ, რომ როგორც რეალობაში, ისე ამ თამაშშიც ტყვიაწამლის განსაზღვრული რაოდენობა გაქვთ, და მათი დამთავრების შემთხევევაში მოგიწევთ ტყვიაწამლის ყუთის პოვნა ანდა იარაღის გადაცვლა სხვაზე, რომელშიც კიდევ რამეა დარჩენილი (ბრძოლის ველზე აღება).
მთავარია გადარჩენა!
მიაქციეთ ყურადღება თქვენი მეთაურის ბრძანებებს! არ გადაადგილდეთ ერაყის ღია ქუჩებში თავისუფლად, ყოველთვის შეეფარეთ რამეს.! გამოიყენეთ თქვენი იარაღის სრული ძალა! გადაადგილდით მოკლე და სწრაფი სირბილით! გამოიყენეთ სრიბილის აჩქარება დიდ დისტანციებზე! გამოიყენეთ იარაღი თქვენი რაზმის წევრების გადაადგილების დასაცავად! ავტომატები ყველაზე ძლიერი იარაღია და მათი სამიზნის ქვეშ მოქცევა გარდაუვალი სიკვდილია! აუცილებლად გამოიყენეთ კვამლის ანდა მსხვრევადი ხელყუმბარები! იყავით ფრთხილად! შეიძება 1 ტყვიითაც მოკვდეთ, მტერს არ სძინავს! !
_____________________________
სტანდარტული მართვა თამაშში
მოძრაობა
წინ W
უკან S
გადაადგილება მარცხნივ A
გადაადგილება მარჯვნივ D
გადახრა მარცხნივ Q
გადახრა მარჯვნივ E
სირბილი SHIFT
ჩაცუცქვა C
წამოწოლა CTRL
იარაღი
სროლა MOUSE 1
დამიზნებით სროლა MOUSE 2
ალტერნატიული სროლა MOUSE 3
გადატენვა R
სროლის რეჟიმების გადართვა F
იარაღების არჩევა - მაუსის გორგოლაჭი
ურთიერთქმედება
კომუნიკაცია G
გამოყენება X
გუნდის შეცვლა - . (წერტილი)
რაზმის შეცვლა - , (მძიმე)
ამოცანების ნახვა O
ჭრილობის გადახვევა Z
სერვერთან მიერთება და თამაშის ინსტალაცია:კონსოლიდან connect 213.200.21.178:27018 (ვისაც ხელით უყვარს მისამართის აკრეფა)
სერვერზე თამაშისთვის საჭიროა Insurgency-ს კლიენტი, რომელიც შეგიძლიათ დაქაჩოთ Steam-დან (უფასოა თუ გაქვთ რომელიმე ლიცენზირებული თამაში) ან აქედან (თუ არ გაქვთ ლიცენზირებული HL2, CS:S, Orange Box)
INS2.x_1000(3846).exe (allshares.ge link)
INS2.x_1000(3846).exe (mydisk.ge link) (იგივე საინსტალაციო)
INS2.x_1000(3846)-(Beef.Ge).part1.rar (jeje.ge link) (იგივე საინსტალაციო - დაარქივებული)
INS2.x_1000(3846)-(Beef.Ge).part2.rar (jeje.ge link) (იგივე საინსტალაციო - დაარქივებული)
ასევე დაქაჩეთ
ეს ფაილი და თამაშის დაინსტალირების შემდეგ ამოაარქივეთ თამაშის პაპკაში (თავზე გადააწერეთ არსებულს) (ეს ფაილი მენიუში ამატებს ბიფის სერვერს, უბრალოდ დააჭერთ და შემოხვალთ)
იგივე ფაილი სხვა სერვერზე ატვირთული (link.ge link)
თუ არ გაქვთ, დამატებით საჭიროა:
.NET Framework
+
Microsoft Visual C++ 2008 Redistributable Package
ins_abdallah
ins_almaden
ins_baghdad
ins_buhriz
ins_haditha
ins_haditha_night
ins_hillah
ins_karkar
ins_ramadi
ins_sinjar
ins_samawah
ins_samawah_day
სხვა ვიდეო