![]() ![]() მხოლოდ საქართველოში
- მხოლოდ საქართველოში უყვართ და სძულთ თავდავიწყებით პოლიტიკოსები ; - მხოლოდ საქართველოში აგზავნიან სმს- ებს შინაარსით " სალომე, წალენჯიხა შენთანაა ", " მიდი, მიაწექი ", " ქართველი ხალხს სძულხართ " და მისთ; - მხოლოდ საქართველოში ტროტუარები გამოიყენება პარკინგისათვის , ხოლო მანქანის სავალი გზა ფეხით მოსიარულეთათვის; - მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ადამიანმა დააგვიანოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე ( ან საერთოდ არ მივიდეს ) " პახმელიის" გამო. - მხოლოდ საქართველოში უკვეთავს ორი ადამიანი 40-50 ხინკალს ( რომელსაც რა თქმა უნდა ვერ შეჭამს); - მხოლოდ საქართველოში შეიძლება არ დაკრძალონ 7-10 დღის განმავლობაში მიცვალებული მხოლოდ იმის გამო, რომ ქელეხისთვის " ღირსეულად" მოემზადონ; - მხოლოდ საქართველოში შეიძლება დარეკონ და იკითხონ "საიდან არის?" ; გააგრძელეთ... - მხოლოდ საქართველოში " ფასტფუდს " აზაკაზებ და 20 წუთი ელოდები - მხოლოდ საქართველოში შეგიძლია შეისყიდო ლუდი რომელიც ბორჯომის ბოთლშია ჩამოსხმული მაგრამ ყაზბეგის ლოგო აკრია :| - მხოლოდ საქართველოში ნაით კლაბში შეგიძლია საჭმელი დააზაკაზო - მხოლოდ საქართველოში შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს რო ძალადობის აქტში გაატარო - მხოლოდ საქართველოში ოპერაში იყო შესაძლებელი ხინკლის ჭამა (ეს არ არის ღადაობა ქუთაისის ოპერაში იყო 80-90 წლების კვეთაზე ეგ ამბავი ) - მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა აპლიკაციაში Sex ის გრაფაში კაცს ჩაეწერა Twice per week (British petrolium ში მოხდა ეს ამბავი ) - მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკინპარდები ქონდეს და მაინც მოდელი იყოს !!! - პს . ქართველებო უნდა ვიცოდეთ "რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო " !!! - მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო რომ ფული არ გაქვს - მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება როგორიცაა შალვა ნათელაშვილია - მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს და ნაპასი ამოარყას - მხოლოდ საქართველოში აქვთ ტაქსისტებს 2 წითელი დიპლომი - მხოლოდ საქართველოში Red Bull გთენთავს |
|