3 თავიანი ბაყაყი! მხოლოდ ზღაპრებში თუ მქონდა წაკითხული, რამდენიმე თავიან დევებზე და გველეშაპებზე. აგერ შეგიძლიათ იხილოთ 3 თავიანი ბაყაყი, რომელიც იპოვეს ბავშვებმა ვესტონ – სუპერ-მეარის ბაღში, ინგლისში
ციკლოპი კატის კნუტი! ეს კატის კნუტი, ძალზედ პოპულარული გახდა ბლოგებში, თავისი ციკლოპური აღნაგობით. თავიდან ყველას ეგონა, რომ ამ სურათში ფოტოშოპის ხელი ერია, მარა საბოლოოდ გაირკვა, რომ ასეთი კნუტი, მართლაც არსებობდა და მას არც ცხვირი ქონდა! უთავო “მხედარი” მამალი! მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უთავო მამალი მაიკი, მან იმის შემდეგ, რაც დაკარგა თავის 1/3-დი, ტვინის უმეტესი ნაწილი და ყური, მაინც შეძლო და იცოცხლა 18 თვე!!! ამის გამო ის უკვდავყოფილი გახდა გინესის წიგნში. იასამნისფერი დათვი!? არა, არ არის ფოტოშოფით ნამაიმუნარი. მდედრი “პოლარული” დათვს, სახელად პელუსას შეეცვალა ფერი, იმის მერე რაც მან გაიარა სპეციალური სამედიცინო კურსი კანის სამკურნალოდ. ამ ყველაფერმა კი არგენტინის ქალაქ მენდოზას ზოოპარკში მოიზიდა ათასობით მნახველი. რამდენიმე დღის შემდეგ ბეწვს დაუბრუნა ადრინდელი სახე! 6 ფეხა ხბო! 2 თვის პატარა ხბო, სახელად ჩამი, რომლის “უცნაურობა” გამოიხატებოდა იმაში, რომ მას ქონდა 6 !!! ფეხი, გადასცა სოფლის ბერებს ერთმა ფერმერმა, რომელსაც შეეშინდა 6 ფეხიან ძროხას არ დაეწყევლა და ცუდი ბედის მომტანი არ ყოფილიყო მისი ოჯახისთვის! |
|